საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ღაზაში ბაიდენის ადმინისტრაცია მასობრივი ევაკუაციის გეგმებს ამზადებს – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ღაზაში ბაიდენის ადმინისტრაცია მასობრივი ევაკუაციის გეგმებს ამზადებს

ღაზაში ომის გამწვავების შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაცია მასობრივი ევაკუაციის გეგმებს ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელსა და ლიბანში მცხოვრები 600 000-ზე მეტი ამერიკელი განსაკუთრებული შეშფოთების საგანია, მაგრამ მათ ხაზი გაუსვეს, რომ ასეთი მასშტაბის ოპერაცია ყველაზე ცუდი სცენარია.

ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ “უპასუხისმგებლო იქნება ყველა სცენარისთვის გეგმა არ გქონდეს”.

აშშ-ის ადმინისტრაცია ღრმად შეშფოთებულია ესკალაციის პერსპექტივით. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ისრაელში დაახლოებით 600 000 აშშ-ის მოქალაქე და კიდევ 86 000 ლიბანში იმყოფებოდა, როდესაც “ჰამასი” თავს დაესხა ისრაელს.