საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ყველას დაგასახელებთ,ყველაფერს ვიტყვი!-სამნიძე ოპოზიციას ემუქრება – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ყველას დაგასახელებთ,ყველაფერს ვიტყვი!-სამნიძე ოპოზიციას ემუქრება

ძალიან მალე გახდება მათი ვინაობა ცნობილი,“ – ვინ ახდენს სტატუსის საბოტაჟს – „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე „რეაქციაში“ ამბობს, რომ ძალიან მალე გამოაშკარავდება იმ პოლიტიკოსების ვინაობა, ვინც ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების გადავადებას ითხოვს პარტნიორებთან.

თუმცა, დეპუტატი „რეაქციაში“ არ ასახელებს კონკრეტულ სახელებს, რომელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესაუბრებიან პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა სტატუსის მინიჭების გადავადებაზე.

სამნიძე იმ განცხადებას განმარტავს, რა იგულისხმა, როცა თქვა, რომ ოპოზიციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არა აქვს და პარტნიორებს სტატუსის მინიჭების გადავადებას სთხოვს. ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ოპოზიციონერების არაერთგვაროვანი განცხადებების შესახებ პარტნიორებმა არა მხოლოდ მას და ხატია დეკანოიძეს, არამედ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც უთხრეს.

ჩემი განცხადებით მე მინდა, ჩემმა კოლეგებმა გაიგონ, რომ ეს საკითხები შესაძლოა გახდეს საჯარო, თუ ისინი ამ განცხადებებს დახურულ კარს მიღმა საკუთარი პოლიტიკური, პარტიული ინტერესიდან გამომდინარე აკეთებენ, შეწყვიტონ დღესვე და გააგრძელონ ერთიანად ოპოზიციასთან ერთად დგომა… თუ ოპოზიციის ცალკეული ფიგურები დახურულ კარს მიღმა ამბობენ, რომ დღეს სტატუსი არა და არჩევნების შემდეგ, ამით უწყობენ ხელს ისინი „ქართულ ოცნების“ პროპაგანდას და „ოცნებას“ და არა ის, რას ვიტყვით მე და ხატია დეკანოიძე. ჩემთვის მთავარია, ამ პოლიტიკოსებმა შეწყვიტონ ამ ტიპის გზავნილები დახურულ კარს მიღმა, სხვა შემთხვევაში ცნობილი გახდება მათი ვინაობა, ძალიან მალე გახდება მათი ვინაობა ცნობილი.

არ ვფიქრობ, რომ ეს არის სკანდალი, დიდი ხანია, ამაზე საუბარი მიდის. არა მხოლოდ ჩემთვის და ხატია დეკანოიძისთვის არის ეს ცნობილი, არასამთავრობო სექტორში, პოლიტიკურ სივრცეშიც ეს საკითხი ცნობილია. უბრალოდ ამ ეტაპზე, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯი, თითოეული განცხადება, პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ ვხედავთ ოპოზიცია ჩვენს პასუხისმგებლობას, მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი განცხადება და წინადადება.

  ჩემი კოლეგებისთვის პირადადაც მითქვამს, რომ არასწორია, როდესაც ოპოზიციიდან ისმის არაერთგვაროვანი გზავნილები – როცა ვამბობთ, რომ სტატუსი გვინდა დღეს, არ არის სწორი, როდესაც სხვები თავისი პარტიის დეკლარირებული განცხადებისგან განსხვავებით შიდა, დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე ამბობენ, ახლა არა – არჩევნების შემდეგ იყოს სტატუსი. როგორც ჩანს, ამ ტიპის საუბრებმა შედეგი არ გამოიღო, მაგრამ როდესაც საერთაშორისო პარტნიორები მოგვმართავენ, რომ ჩვენთვის ამ გადამწყვეტ ფაზაში გაუგებარია არაერთგვაროვანი განცხადებები. ვიცით, რომ ამ დახურული შეხვედრების შემდეგ არ დაიწყებენ პარტნიორები საუბარს, რომ ესა თუ ის წარმომადგენლები სხვა მესიჯებს აჟღერებენ,“ – ამბობს ხათუნა სამნიძე.