საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილი შეიძლება გადადგეს -თამარ კორძაია – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილი შეიძლება გადადგეს -თამარ კორძაია

“პ”რეზიდენტის ნდობით აღჭურვილმა ქალმა,პარლამენტში ოპოზიციაში გადამხტარმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა,რომ   სალომე ზურაბიშვილი, შეიძლება გადადგეს და 2024 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ეს არ ვიცი – თუ მას ეს მოუნდება, უნდა გადადგეს პრეზიდენტობიდან,

როგორც კორძაიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის, შესაძლო ფორმებზე საუბრისას განაცხადა, ზურაბიშვილი სანამ პრეზიდენტია, ვერც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ვერცერთი პოლიტიკური პარტიის თუ გაერთიანების ოფიციალური ლიდერი ვერ გახდება.

„არ მინდა ავყვე მოგონილ ინფორმაციებს. მხოლოდ იმას ვისაუბრებ, რასაც ვისმენ პრეზიდენტისგან: პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო მზაობას გამოხატავს, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გააკეთოს ყველაფერი, იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და შემდგომ, უკვე ჩატარდეს ევროპული სტანდარტების არჩევნები 2024 წელს. ის ამის მზაობას გამოხატავს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მაგრამ, ის შეიძლება გადადგეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა , ეს არ ვიცი. თუ მას ეს მოუნდება, უნდა გადადგეს პრეზიდენტობიდან“, – განაცხადა კორძაიამ.

ამასთან, დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციასთან, დიპლომატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

პრეზიდენტის აუდიენციებიდან კორძაიას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი შეხვედრებს მართავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, იმიტომ, რომ ზურაბიშვილს აინტერესებს მათი ხედვა და მოსაზრებები საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე.

„სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი და, რა თქმა უნდა, ის კონსულტაციებს გადის ყველასთან. ამ საქმიანობის ფარგლებში პრეზიდენტის ყოველთვის აინტერესებს პარლამენტის წევრი დეპუტატი ქალების პოზიციები. ამას მარტივი ახსნა აქვს, იმიტომ, რომ მოლაპარაკებების და მოსმენის უნარს ქალები გაცილებით უკეთ ვავლენთ, ვიდრე კაცები პოლიტიკაში… ჩვენ გვეძახის, რადგან მას აინტერესებს ჩვენი ხედვა, ჩვენი მოსაზრებები. მასზე გავლენას ვერ ვახდენთ, მაგრამ ის ყურადღებით გვისმენს. ასევე, ის გვიზიარებს საკუთარ ხედვას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. პრეზიდენტ მუდმივად არის შემართული იმისათვის, რომ ყველაფერი გააკეთოს ევროპული ინტეგრაციისთვის. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ამას ისახავს მიზნად.

სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის ცდილობს მისი გადაწყვეტილების დასაბუთება წარმოადგინოს“, – განაცხადა კორძაიამ.

მან, ასევე, ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირში ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე.

კორძაიას შეფასებით, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუს.

„ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსი, ალბათ გვექნება. ამის წინაპირობები შექმნა ოლივერ ვარჰეის პოზიტიურმა განცხადებებმა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მუდმივად ხდება იმის ხაზგასმა, რომ საქართველომ სრულად ვერ შეასრულა 12 პუნქტიანი გეგმა. აქედან გამომდინარე, გამოწვევად რჩება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება, ბუნებრივია, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ეს ვერ მოესწრება. მნიშვნელოვანია, არჩევნებამდე მშვიდობიანად მისვლა, ამას განაპირობებს სტატუსის მინიჭება.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნებამდე მივიდეთ სამართლიან და თანასწორ გარემოში. ამის პირობები, თავად ხელისუფლებამ უნდა შექმნას და უნდა შეეგუოს, რომ არ შეიძლება მუდმივად ერთი და იგივე სუბიექტი მართავდეს სახელმწიფოს.

სინამდვილეში 12 – პუნქტიანი გეგმა არის დემოკრატიაში ცხოვრების წესი, სხვა კი არაფერი“,- განაცხადა მან.