საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზურა ჯაფარიძე ჩახდილი რომ დარბოდა, ან ელენე ხოშტარია რუბლებით რომ სუნთქავს, მათგან როგორ უნდა მიიღო ბულინგი? – კახა კალაძე – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ზურა ჯაფარიძე ჩახდილი რომ დარბოდა, ან ელენე ხოშტარია რუბლებით რომ სუნთქავს, მათგან როგორ უნდა მიიღო ბულინგი? – კახა კალაძე

“ზურა გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგოს? – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 25 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც კითხვა დაუსვეს ხოშტარია-ჯაფარიძის შექმნილ ვებ გვერდთან დაკავშირებით, სადაც კონკრეტული ადამიანების ფოტოებია ატვირთული და მოხსენიებულები არიან, როგორც მონები და პროპაგანდისტები.

“ზურა გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგონ? – პირიქით, ამით უნდა გავერთოთ. მათ რომ პოზიტიური ილაპარაკონ ჩვენზე, პოლიტიკოსებზე ან პატიოსან ადამიანზე, ეს უნდა იყოს სირცხვილი.

ელენე ხოშტარიამ, რომელიც რუბლებით სუნთქავს ადამიანი და ის “გირჩი” [ზურაბ ჯაფარიძე], რომელიც ჩახდილი დარბოდა, როგორ შეიძლება ამ ადამიანების მხრიდან მიიღო ბულინგი? – უბრალოდ, უნდა გაიხუმრო, გაერთო და გაატარო ასეთი რაღაცეები”- განაცხადა კახა კალაძემ.