საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

დიდი განხეთქილება ოპოზიციაში- ხაბე სამნიძეს უტევს! – საერთო მედია
ნოემბერი 29, 2023

დიდი განხეთქილება ოპოზიციაში- ხაბე სამნიძეს უტევს!

არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების უკან რუსული პარტიის ინტერესების გატარებაა, კონკრეტული ოპოზიციონერების მხრიდან – ნება იბოძეთ, გამოდით და მეტი სიმკვეთრე შეიტანეთ პოზიციაში ან არ გაგიკვირდეთ თუ ხალხი „ოცნებაზე“ მიყიდვაში, დაგადანაშაულებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომ „ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს“ და აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას.

ამასთან, ხაბეიშვილმა პოსტს თან დაურთო ევროკავშირის ელჩის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს შეხვედრია და „მათ შორის არავის იყო ისეთი, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას მოითხოვდა“.

„უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში, 3 – ჯერ შევხვდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ყოველ ჯერზე, შეხვედრაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვიყავით, ვართ და ვიქნებით კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტები. იგივეს ადასტურებს ბატონი ელჩიც მისი განცხადებებში.

კანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი, არის „რუსული ოცნება“, კობახიძე, ღარიბაშვილი და მათი ბატონი – ბორენკა.

მოვუწოდებ ყველას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს, შეფასებებს და მხოლოდ იმიტომ, რომ მედიაში გამოჩნდნენ, ამის გამო ივანიშვილისა და რუსული პარტიის პროპაგანდას, სიცრუის მანქანას საკვებს ნუ მისცემთ. მეტი პასუხისმგებლობა, გამჭრიახობა და სიფრთხილე გმართებთ. ნუ იქნებით მაშველი რგოლი პუტინისტური რეჟიმის პროპაგანდის.

არ მინდა ვიფიქრო, დავუშვა და დავიჯერო, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების უკან რუსული პარტიის ინტერესების გატარებაა, კონკრეტული ოპოზიციონერების მხრიდან. ნება იბოძეთ, გამოდით და მეტი სიმკვეთრე შეიტანეთ პოზიციაში ან არ გაგიკვირდეთ თუ ხალხი „ოცნებაზე“ მიყიდვაში, მათ თამაშში დაგადანაშაულებთ“,- წერს ხაბე.