საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სკანდალი! ახალგაზრდებს ეუბნებიან შენ ისროლე „მოლოტოვის კოქტეილი“, დაწვი პოლიციელი! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

სკანდალი! ახალგაზრდებს ეუბნებიან შენ ისროლე „მოლოტოვის კოქტეილი“, დაწვი პოლიციელი!

„ის რომ, სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორები არასამთავრობო სექტორიდან ფინანსდება რევოლუციური სცენარებით, არის ძალიან ცუდი,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალია“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ე.წ. პარტნიორი ორგანიზაციების დაფინანსება მიდის ახალგაზრდების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების წახალისებისკენ. „აი, ეს არის ზუსტად წახალისება – ახალგაზრდებს ეუბნებიან შენ ისროლე „მოლოტოვის კოქტეილი“, დაწვი პოლიციელი, თუ დაგაჯარიმებენ, მე გადავიხდი და თუ ციხეში ჩაგსვამენ, მე გამოგიშვებ. ეს არის პირდაპირი წახალისება. როდესაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობთ, ზუსტად რომ ჩვენი პარტნიორების ნაწილი არასამთავრობო სექტორისა, აფინანსებს რევოლუციურ მიმდინარეობას, ესაა მტკიცებულებები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.