საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ხაბეიშვილი იხმარეს და გადააგდებენ, მას კრიტიკული დღეები ელის! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ხაბეიშვილი იხმარეს და გადააგდებენ, მას კრიტიკული დღეები ელის!

  აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ახლა დაიწყება კამპანია, მასზე შეტევა, რომ ის იყოს ჩანაცვლებული, რადგან მან თავისი საქმე გააკეთა, თავისი ცუდი როლი შეასრულა ბინძურ თამაშში, შესაბამისად დიდი ტურბულენტობები იქნება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში მასთან გვერდში მოიაზრებოდნენ , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილს რთული პერიოდი ელის არა მათ გამო, არამედ იმ ობიექტური რეალობის გამო, რომელიც დღეს პარტიაში დგას.

„მეთოდურად მიდის ყველაფერი – გიორგი ვაშაძე, ბორდი, ეს ყველაფერი კიდევ და კიდევ გაგრძელდება და ეს მიანიშნებს ერთ რამეს, რომ ლევანი არ აწყობთ, ლევანმა შეასრულა თავისი პარტია და შესაბამისად, ახლა მთელი იერიში ლევანზე იქნება მიტანილი. ადამიანურად ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი და ამ თვალსაზრისით პირდაპირ ვამბობ, რომ ძალიან არასწორია ეს ყველაფერი რაც ხდება – გამოიყენეს და ახლა აღარ უნდათ, ეს ჩემზე კარგად ლევანმა იცის, ასე არ უნდა ექცეოდნენ ადამიანს. ასე რომ, არ მგონია, რომ ნომერ პირველი პრობლემა ვიყოთ ჩვენ ლევანისთვის. მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ჩემთვის ახლა აბსოლუტურად არასაინტერესო ამბავია ჩვენი პარტიიდან გარიცხვა-არ გარიცხვის საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებები არა „ნაციონალური მოძრაობის“ შენობაში, არამედ სულ სხვა ქვეყანაში მიიღება, მაგრამ არ მგონია, რომ ესეც კარგად დასრულდეს.

 ჩვენ რა გვინდა ამაზე გადაწყვეტილებას ჩვენ თავად მივიღებთ და არც ლევანს და არც კეზერაშვილს და არც მერაბიშვილს არ ვკითხავთ. ჩვენ გვყავს მთავარი მონაწილე ამ პროცესის, ჩვენი თანამოაზრეები და ის ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად არის, მათთან ერთად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მათთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, სხვა არავის დახმარება ამ პროცესში არ გვჭირდება“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.