საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მასხარის როლში ვინ გამოდის, ხაბეიშვილი თუ მელია? – საერთო მედია
მაისი 20, 2024

მასხარის როლში ვინ გამოდის, ხაბეიშვილი თუ მელია?

 არაორდინალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ადამიანი, რომელიც დედა პარტიას აკრიტიკებს, ადამიანი, რომელიც უნდათ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კარიდან გააგდონ, ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, მაინც არ ტოვებს დედა პარტიას. ეტყობა, არ ემეტება, – ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა ნიკა მელიას Facebook-პოსტზე საუბრისას განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეს მიაჩნია, რომ მომავალში პარტიაში დაპირისპირება უფრო გამძაფრდება.

„რაც უფრო მეტი დრო გავა, ამ ორ ბანაკს შორის დაპირისპირება უფრო ნათელი გახდება. ადრე თუ გვიან „ნაცმოძრაობაში“ მელიასეული ტანჯვა დასრულდება. საცირკო წარმოდგენის სახესაც იძენს, ესაა რაღაც პარტიული მასკარადი. მასხარის როლში ვინ გამოდის, ხაბეიშვილი თუ მელია, ეს მაყურებელმა განსაჯოს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ნიკა მელია ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილის გავლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი ყოფილი ძალოვნების გარშემო არა ხალხის ინტერესებმა, არამედ ფულმა და მანდატებმა გააერთიანა.