საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მთავარი ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა და ახალი საფრთხეების თავიდან აცილება! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

მთავარი ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა და ახალი საფრთხეების თავიდან აცილება!

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე  აშშ- ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადებას ეხმაურება, სადაც კანდიდატის სტატუსი ნახსენებიც კი არ არის.

“აშშ- ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება (ტექსტი ნახეთ ბმულში). რაც მთავარია, საქართველოზე ნათქვამია მხოლოდ ერთი წინადადება.:
“We remain fully committed to supporting Georgia’s territorial integrity and sovereignty, and its European perspective”
“ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას.”
ანუ არაფერი კანდიდატის სტატუსზე.
თუ როგორ გვიჭერდნენ და გვიჭერენ მხარს ტერიტორიულ მთლიანობის შენარჩუნებაში უკვე ვიცით. აგერ 14 წელია სრულიად არაფრისმომცემი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას ვერ ბედავენ.
მე პირადად, სტატუსის საკითხი ნაკლებად მანერვიულებს. მთავარი ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა და ახალი საფრთხეების თავიდან აცილება. შექმნილ სიტუაციაში შეიძლება დროულიც კი იყო იყო ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება”.წერს ზაალ ანჯაფარიძე