საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სასწრაფოდ! ჭორვილიდან ნაცებს აძევებენ – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

სასწრაფოდ! ჭორვილიდან ნაცებს აძევებენ

ბიძინა ივანიშვილის სოფელში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია – რამდენიმე წუთის წინ, ივანიშვილის დასაცავად გამოსულმა კონტრაქციის მონაწილეებმა ქვები და კვერცხები მედიის წარმომადგენლებსაც ესროლეს.

ქვა “ტვ პირველის” ოპერატორს ნიკო კოკაიასაც მოხვდა, კვერცხი ესროლეს “პირველების” კორესპოდენტსაც.  ივანიშვილის სოფელში დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. სააკაშვილის მხარდამჭერებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები გადაადგილების უფლებას უზღუდავენ.

ადგილზე გამოჩნდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და მიხეილ სააკაშვილის კანტორის ხელმძღვანელი  სოფო ჯაფარიძეც.