საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

” რუსეთის ჯარი მე გავიყვანე საქართველოდანო”!!! მხოლოდ ამ ტყუილისთვის არის ის გასაგდები ამ თანამდებობიდან! – საერთო მედია
ივლისი 21, 2024

” რუსეთის ჯარი მე გავიყვანე საქართველოდანო”!!! მხოლოდ ამ ტყუილისთვის არის ის გასაგდები ამ თანამდებობიდან!

საინფორმაციო სააგენტო”იქსნიუსის” დამფუძვნებელი, ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი საქართველოს ე.წ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიიდან საინტერესო  ეპიზოდებს იხსენებს.

“… პირველად სალომე ზურაბიშვილის სახელი და გვარი 1991 თუ 1992 წლის დასაწყისში გავიგე, როდესაც მან და მისმა მაშინდელმა მეუღლემ საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგო, სალანძღავი სტატია გაავრცელეს ევროპის პოლიტიკურ კულუარებში.
მის შემდეგ ჩემდაუნებურად ვაკვირდებოდი მის პიროვნებას.
მეორედ მისი სახელი მაშინ გავიგე, როდესაც ის 1995 წელს საფრანგეთის “ნატო”-ში წარმომადგენლის თანაშემწის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს…
შემდეგ, 1996 წლის ზაფხულში პირადად შევხვდი მას და მის მეუღლეს თელავში, თელავის რაიონის მაშინდელი გამგებლის , ქალბატონი მედეა მეზვრიშვილის სამუშაო ოთახში – მაშინ ის ითხოვდა მისგან რეკომენდაციას ედუარდ შევარდნაძესთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დასანიშნად. მაშინ ედუარდ შევარდნაძემ მისი კანდიდატურის განხილვაზედაც კი სასტიკი უარი განაცხადა.
შემდეგ მისი სახელი 2004 წელს ამოტივტივდა ჩემთვის, როდესაც საქართველოში საფრანგეთის ელჩად დანიშნული სააკაშვილმა ერთ დღეში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
ძალიან მალევე, ერთ კვირაში მის მიერ ერთი ხელმოწერით ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები გააუქმა და პირადად მე უცხო ქვეყანაში მყოფი ლეგიტიმური დოკუმენტის გარეშე დამტოვა- ბევრ სხვასთან ერთად.
ძალიან ცუდად დამამახსოვრდა მისი სახელი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან სულ ერთ კვირაში ხუთკაციანი სარევიზიო კომისია დაასხა თავს სამკაციან საქართველოს საელჩოს საფრანგეთში და პირადად საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ღვაწლმოსილი პროფესიონალი დიპლომატი, აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე თანამდებობიდან გაანთავისუფლა, რომლის ერთადერთი “დანაშაულიც” ის იყო, რომ თავის დროზე ოპოზიციაში მყოფ სააკაშვილს პარიზში ვიზიტისას აეროპორტში პირადად არ დახვდა! არ ვამტკიცებ, მაგრამ პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ამ აქტმა დააჩქარა ბატონი გოჩას უდროოდ გარდაცვალება….
შემდეგ ყველამ იცით მისი “კარიერა” საქართველოში და მის გარეთ.
ჩემი აზრით , შესასწავლია მისი სააკაშვილის “ოპოზიციაში გადასვლა”, მის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნა, სააკაშვილის გადაწყვეტილებით ამ პარტიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება წელიწადში ერთი მილიონი ლარით და ამავე მომენტში მის მიერ თბილისის ერთ-ერთ ძვირადღირებულ უბანში საცხოვრებელი სახლის შეძენის საკითხი.
ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს მის მიერ ამ პოლიტიკური პარტიის დატოვება და გაეროს ე.წ. ” ბირთვული პროგრამის ” მონიტორინგის ჯგუფის წევრად დანიშვნა 2010-1013 წლებში , სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის ქვოტით…
მეტს აღარ გავაგრძელებ.
ჩემდა სამარცხვინოდ პირადად დიდი წვლილი შევიტანე 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მის გასამარჯვებლად, რომლის შესახებაც ქართულ პრესაში არაერთი მასალა გამოქვეყნდა.
გავაკეთე ეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი საპრეზიდენტო კანდიდატურის დაყენებისაც კი სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი და ამის შესახებ არაერთ ჩემს პირად და აქაურ მეგობართან არაერთხელ მისაუბრია…
გავაკეთე ეს, რადგან მე არანაირი ძალა და ბერკეტი არ მქონდა, რომ მის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას შევწინააღმდეგებოდი ; შედეგად მისი და “შტაბკვარწირა ვაშაძის” შორის არჩევას დიდი ფილოსოფია აღარ სჭირდებოდა- გავაკეთე ის, რაც გავაკეთე.
შეიძლება არც ეს სტატუსი დამეწერა დღეს, მაგრამ ეხლა ვუსმენდი მის გამოსვლას პარლამენტში საიმპიჩმენტო სხდომაზე და კიდევ ერთხელ აღმაშფოთა მისმა უტიფარმა ტყუილმა:
” რუსეთის ჯარი მე გავიყვანე საქართველოდანო”!!!
მხოლოდ ამ ტყუილისთვის არის ის გასაგდები ამ თანამდებობიდან, რადგან ისტორიას ვერ მოატყუებ:
– რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანის საკითხი გადაწყდა 1999 წელს სტამბულში “ეუთო”-ს სამიტზე ედუარდ შევარდნაძის, უილიამ კლინტონის და ბორის ელცინის ერთობლივი გადაწყვეტილებით. რუსული ჯარის გაყვანის პროცესი დაიწყო 2002 წელს და სამიტის გადაწყვეტილების შესასრულებლად გამართული მოლაპარაკებების შედეგად შემუშავებული გრაფიკის თანახმად დასრულდა მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს -ესაა სულ მისი “დამსახურება” ამ საკითხში!!!
კიდევ ერთხელ ვითხოვ პატიებას საზოგადოებისგან ჩემგან დაშვებული იმ უდიდესი შეცდომის გამო, რაზედაც მაღლა ვისაუბრე.
და ბოლოს:
” კანონი უნდა აღსრულდეს, თუნდაც ქვეყანა დაიქცეს ამით!”….” წერს მირიან ყარაულაშვილი.