საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზურაბიშვილი ნორმალური არ არის გიჟია! – საერთო მედია
ივლისი 27, 2024

ზურაბიშვილი ნორმალური არ არის გიჟია!

ან ის რა იყო, გიჟივით საბუთებს რომ ითხოვდა, არიქა სასწრაფოდ უნდა გავუუქმო მოქალაქეობა ფარცხალაძესო, მიაწოდეს საბუთები და ახლა არ ვარ ხასიათზე, ვერ გავუუქმებ, ცოტა მოიცადოსო, – განაცხადა ექსპერტმა ნინო ფოჩხუამ, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

„ეს ქალი ნორმალური არ არის. ან ის რა იყო, გიჟივით საბუთებს რომ ითხოვდა, არიქა სასწრაფოდ უნდა გავუუქმო მოქალაქეობა ფარცხალაძესო, მიაწოდეს საბუთები და ახლა არ ვარ ხასიათზე, ვერ გავუუქმებ, ცოტა მოიცადოსო. მაინც და მაინც იმპიჩმენტი უნდა აეკრა, განულებულიყო, რომ ბოლო-ბოლო რაც ევალებოდა, რაც შედიოდა მის საპრეზიდენტო ვალდებულებებში, ის შეესრულებინა? არაადეკვატური პრეზიდენტი გვყოლია ეს წლები, რაც ძალიან სამწუხაროა”, – წერს ნინო ფოჩხუა.