საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან მისი მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანია, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან მისი მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანია, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას

„ ჩვენს სამხედროებს მივესალმები და მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ვეტერანის სტატუსი, ეს არის ერთერთი ყველაზე საპატიო სტატუსი ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან, სტატუსი, ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური სტატუსი, არამედ ეს არის სტატუსი, რომლის მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი არის სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანი, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, მე ქედს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე.

კიდევ ერთხელ, მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით  მადლობა გადავუხადო ჩვენს ვეტერანებს, ყველა ვეტერანს ვინც გაიღო სისხლი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინც იცავდა, ემსახურებოდა და ემსახურება დღესაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. იცით, რომ  ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების ღვაწლი, სამსახური, მათ მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი, მე ასე ვიტყოდი.

ჩვენ ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ ვეტერანებს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადავუწყვიტეთ მათ, რამდენიმე შემიძლია გავიხსენო და ჩამოვთვალო: იცით, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ვეტერანებისთვის არ არსებობდა საყოველთაო დაზღვევის თუნდაც მინიმალური პაკეტიც კი. ჩვენ დღეს შეიძლება ამაყად ვთქვათ, რომ  სახელმწიფო , მთავრობა 125 მილიონ ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული მთავრობის მიერ. ამას გარდა, რა თქმა უნდა, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იხარჯება ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიურ კომპენსაციაზე, დაახლოებით 25 მილიონი ლარი იხარჯება სხვადასხვა სერვისებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, იცით, რომ ომში დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებს ყოველთვიური 1000 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნათ. მე არ ვამბობს, რომ ეს არის დიდი დახმარება, ეს არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი მთავრობის მხრიდან, რომ მათ მიეცეთ ყოველთვიური დანამატი, კომპენსაცია. მე არ მინდა ჩამოვთვალო და ეს ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამით მთავრობა კი არ ამაყობს, მე ამით ხაზგასმა მინდა გავაკეთო იმის, რომ ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი მოვალეობა, რომ მაქსიმუმი გავუკეთოთ ჩვენს ვეტერანებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის

ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოგადად, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენს ვეტერანებს და  ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს  მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა მათი გმირობისთვის

პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ,  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო წელიწადში, დაახლოებით, 200 მლნ ლარს ხარჯავს ვეტერანებისთვის.

„ჩვენი ვეტერანები არიან ჩვენი საამაყო მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენს ვეტერანებს. სახელმწიფო წელიწადში, დაახლოებით, 200 მლნ ლარს ხარჯავს ვეტერანებისთვის, სხვადასხვა სერვისებში იხარჯება ეს 200 მლნ ლარი. ბოლო 10 წელში ჩვენ, შეიძლება ითქვას, დრამატულად გავაუმჯობესეთ სიტუაცია მათთვის, იქნება ეს მათი სოციალური დაცვის გარანტიები, თუ სხვა პირობების გაუმჯობესება. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მინდა ყველა ვეტერანს მადლობა გადავუხადო. ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა მათი გმირობისთვის“, –  განაცხადა პრემიერმა.