საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მიშას სამგლოვიარო რიტუალების სახლი გაუხსნეს! – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

მიშას სამგლოვიარო რიტუალების სახლი გაუხსნეს!

გარდაცვლილის პატივის მისაგებად ადრე  სამეგრელოში 40 დღე მიცვალებულის ტანსაცმელს „ზალაში“ გაფენდნენ და სამგლოვიარო რიტუალიც შესაბამისად დილით გოდებით იწყებოდა.

მსჯავრდებულ სააკაშვილის სექტამ ეს ტრადიცია გააცოცხლა და  თბილისში, სააკაძის დაღმართზე საქართველოს განუბაჟებელი სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გახსნა.

ოფისის გახსნაზე შეკრებილი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, „პოლიტიკოსები“. „ზალაში“ განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელი და სხვა ნივთებიც.

როგორც სააკაშვილის ახალმა, სოფომ  განაცხადა, ოფისი ღია იქნება ყველა მოქალაქისთვის და ისინი შეძლებენ პირდაპირ კომუნიკაციას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან.