საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ეკა სეფაშვილი ორბანის ვიზიტზე: საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა იზრდება და მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

ეკა სეფაშვილი ორბანის ვიზიტზე: საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა იზრდება და მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის

„ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა იზრდება.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, იმიტომ რომ როდესაც დაისახა გეგმა იმისა, რომ საქართველო გახდეს სატრანსპორტო ჰაბი ენერგეტიკული და ციფრული რესურსებისთვის და ა.შ. ეს საუბარი არ დარჩა საუბრად და საქმიანი ვიზიტი განხორციელდა.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა იზრდება და მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ეს შედის ევროკავშირის და იმ სახელმწიფოების ინტერესებში, რომლებიც ისარგებლებენ საქართველოს გავლით თავიანთი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.