საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მიაჩნია, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მიაჩნია, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. მისი თქმით, უნგრეთი არის ქვეყანა, რომელიც ხმამაღლა გააჟღერებს ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მხარდაჭერის მოთხოვნას.

„უნგრეთსა და საქართველოს შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა განვითარდა, რაც მნიშვნელოვანია არა ,მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობის კუთხით, არამედ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მიაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წევრობისთვის უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები. უნგრეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ხმამაღლა გააჟღერებს ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მხარდაჭერის მოთხოვნას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიქტორ ორბანი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში დღეს იწყებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა.