საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

დაგტროლათ! პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რაღამ დაგარეკინათ, თქვე ჩერჩეტებო?! – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

დაგტროლათ! პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რაღამ დაგარეკინათ, თქვე ჩერჩეტებო?!

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი ქართული მედიის წარმომადგენლების   უმეცრებასა და ინტელექტუალურ “გაბარიტებზე”  წერს:

“ირაკლი კობახიძის “კონსტიტუციური ხუმრობა”.
პრეზიდენტის გარეშე პარლამენტის თავმჯდომარე ხელს აწერს და აქვეყნებს მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტს, რომელსაც კანონის ძალა აქვს.
ეს წერია 36-ე მუხლში.
კობახიძე კონსტიტუციას ფურცლავდა და ისე ლაპარაკობდა ამ უმარტივეს საკითხზე. ამით მაინც უნდა მიმხვდარიყავით, რომ ხუმრობდა.
ვინც კობახიძის ამ ხუმრობას ვერ მიხვდა, ვურჩევ, ყურადღებით წაიკითხოს კონსტიტუცია.
პრინციპში, კობახიძის ხუმრობის მიზანიც ეს მგონია: პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ასე მაინც წააკითხოს კონსტიტუცია.
დაგტროლათ, ხალხო, დაგტროლათ!
P. S. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რაღამ დაგარეკინათ, თქვე ჩერჩეტებო?! წერს ბონდო მძინარაშვილი