საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

შემდეგი ვინ იქნება?აბა გამოიცანით, თუ ხელში ჩავუგდებთ ჩვენს ქვეყანას ფაშისტ ლიბერალებს, მანქურთებს და უსამშობლო აგენტებს! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

შემდეგი ვინ იქნება?აბა გამოიცანით, თუ ხელში ჩავუგდებთ ჩვენს ქვეყანას ფაშისტ ლიბერალებს, მანქურთებს და უსამშობლო აგენტებს!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე ისრაელში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელში მოკლე ანალიზს აქვეყნებს და აღნიშნავს,რომ ყველგან დაპაუზებული ომი განახლდა.

“გლობალურ ომის პარტიას ყველგან იდენტური ხელწერა აქვს. მიტინგები ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით, სამოქალაქო დაპირისპირება და დაპაუზებული კონფლიქტების გააქტიურება! ომი! გადახედეთ და გაიხსენეთ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, იმ ქვეყნებში სადაც ომი განახლდა, წინ უძღვოდა თუ არა ანტისახელისუფლებო მიტინგები? ასე იყო ისრაელშიც და ასეა ყველგან, სადაც გაჩერებული ომები განახლდა!

 როგორ მოხდა ჰამასის ხელში დასავლური დრონები? იარაღი? ზოგი იტყვის, შავ ბაზარზე შეიძინესო, ხოდა ვინ აკონტროლებს იარაღის შავ ბაზარს ყველამ კარგად ვიცით! შემდეგი ვინ იქნება? აბა გამოიცანით, თუ ხელში ჩავუგდებთ ჩვენს ქვეყანას ფაშისტ ლიბერალებს, მანქურთებს და უსამშობლო აგენტებს.”წერს დიტო სამხარაძე.