საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ერთად მოგაქუჩოთ ქართულმა საზოგადოებამ და კარგი პანღური გითავაზოთ!’ – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ერთად მოგაქუჩოთ ქართულმა საზოგადოებამ და კარგი პანღური გითავაზოთ!’

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, სამოქალაქო მოძრაობის ღია წერილს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს სთხოვენ ვეტო დაადოს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, პარადოქსია, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ ორგანიზაციები, რომელთაც პირდპირი კვეთა აქვთ, “კანვასთან”.

“სულ “ჩვენები”, სულ კანვასელები და რადიკალები…
პარადოქსია, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ ორგანიზაციები,რომელთაც პირდპირი კვეთა აქვთ, “კანვასთან”…
თვითონ “კანვასი” კი ყველამ ვიცით რასაც წარმოადგენს, რას გეგმავს და რა მიზნები ამოძრავებთ. ჰო და პრეზიდენტს მიმართეს, ჩვენ უფლებებს გვიზღუდავენ, რომ დესტრუქციის მოწყობაში ხელი გვეშლებაო…
თან სასაცილოა სატირალი,რომ არ იყოს-კონსტიტუციის დამრღვევე პრეზიდენტს თხოვენ, კონსტიტუციის სადარაჯოზე დადექი და ადამიანის უფლებები დაიცავითო…
-ალოო, “კანვასია”?
– ერთი ორი დანაღმული კარავი ჰომ არ მოგეპოვებათ ? ))))
აბა, ქალბატონო რეზიდენტო თქვენ იცით! მხარი დაუჭირეთ ამ რადიკალებს და ბოლომდე გააშიშვლეთ პროცესები,რომ ბოლოს ყველა ექსტრემისტი და უსამშობლო ერთად მოგაქუჩოთ ქართულმა საზოგადოებამ და კარგი პანღური გითავაზოთ!’ წერს ქადაგიძე.