საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერია – თქვენ ჩვენ აქ ძალიან გვჭირდებით – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერია – თქვენ ჩვენ აქ ძალიან გვჭირდებით

უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერია. აბსოლუტურად არასამართლიანია, რომ არ გაქვთ პირობა გაწევრიანების, რადგან თქვენ უდიდესი სამუშაო გასწიეთ და თქვენ ჩვენ აქ ძალიან გვჭირდებით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში განაცხადა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი იმართება.

„ქრონიკის“ კითხვაზე, რატომ დარჩა სტატუსის გარეშე საქართველო მაშინ, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ ის მიიღეს, მან განაცხადა, რომ ლიდერები ეგოისტები არიან.

„მათ არ სურთ შესვლის შესაძლებლობა მოგცეთ და იმ ფინანსური შესაძლებლობებით უზრუნველგყონ, რაც თქვენ გჭირდებათ. ეს კოლეგებს შორის გაფართოებით გადაღლაა, რაც აბსოლუტურად არასამართლიანია თქვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ჩვენ უნდა გაგიზიაროთ თქვენ, რაც გვაქვს, რადგან ჩვენ გვჭირდებით აქ თქვენ. თქვენ გაქვთ სტრატეგიული პოზიცია“, – აღნიშნა ორბანმა.

მისივე თქმით, ის საქართველოს დიდი მხარდამჭერია. „მომავალ კვირას ვიქნები თბილისში. შედგება სამთავრობოთაშორისი შეხვედრა თბილისში და უნგრეთის მთავრობა იქნება საქართველოში. ყველა მინისტრი ჩემთან ერთად იქნება თბილისში“, – აღნიშნა ორბანმა.