საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

დიდი განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

დიდი განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“ !

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ დიდი განხეთქილებაა. ამჯერად მიზეზი ერთსა და იმავე დღეს სხვადასხვა პარტიული აქტივობის დაგეგმვა გახდა. 7 ოქტომბერს ყოფილი თავმჯდომარე პარტიის წევრებს დაგეგმილ საკონსულტაციო შეხვედრაზე, მოქმედი თავმჯდომარე კი აქციაზე ეპატიჟება.

 

“7 ოქტომბერს, თანამოაზრეებმა, ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი გვინდა, ვისაც გვინდა ცვლილება და ქართული ოცნების მმართველობის სისტემის დემონტაჟი, დავნიშნეთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომ განვიხილოთ როგორ ვაგრძლებელთ ბრძოლას…
პარტიის მენეჯმენტი, რომელსაც გამარჯვება მივულოცე, მიუხედავად ბინძური მეთოდებით, ფარული ჩანაწერებითა და სხვა გამოვლინებებით, ოცნების სტილში ჩატარებული კამპანიისა, ვუსურვე ღირსებითა და სიმართლით მართვა – ვიცოდი ძალიან დასჭირდებოდათ, ღირსებისა და სიმართლის დეფიციტი ექნებოდათ….
ამ მენეჯმენტმა მოსვლიდან 5 დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, დაპირება რომელზეც ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭრი წამოაგო, უთხრა, რომ მიშას თავისუფლება, რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი.
გავიდა 9 თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, არ გვინახავს ერთი მასშტაბური აქცია. ბოლო უმასშტაბო აქცია კი ვივამედთან 3 თვის წინ ვიხილეთ.
და ახლა, როდესაც ადამიანებმა, რომელთაც ქვეყანაზე, ცვლილებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეზე შეგვტკივა გული – გადავწყვიტეთ შეკრება, დაინიშნა ბათუმში “აქცია”:
საკრებულოს წევრებს მისდით შეტყობინებები, მიშას თავისუფლებისათვის მსვლელობააო…
სწორედ ასე იქცევიან ერთობის შენარჩუნებისა და დისკუსიის ყველა მცდელობისას;
დიახ, საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული, დასვენებული და გარუჯული “ახალი მენეჯმენტი” მართავს აქციას, მიშას თავისუფლების მოთხოვნით….
ყოველივე ეს, მხოლოდ ერთ რამეს მახსენებს, ოცნების ხელწერას, ხელისუფლების კონტრაქციას ბუნებრივ პრეტენზიებზე, არ აგარევინებთო, გვუბნებიან, ოცნებიდან გრეჩიხა და ნაციონალური მოძრაობიდან ჩრდილოვანი მმართველები…
სიმართლე ფულზე ძლიერია, ღირსება კი ან გაქვს, ან არა…
ერთობაზე საუბრობდე და გახლეჩვის მეტს არაფერს აკეთებდე, ოცნების საოცნებო თამაშია…
ძალა მართალი და პრინციპული ადამიანების ერთობაშია.

წერს ნიკანორ მელია