საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

კანონი ტანით თუ არ იგრძენი, რაა მამული… – საერთო მედია
მაისი 8, 2024

კანონი ტანით თუ არ იგრძენი, რაა მამული…

 

ძალიან მინდა, სერიოზულად მიმოვიხილო ამბები “ალა ლუშულ კანონს!” ირგვლივ, მაგრამ რანაირად მოვახერხო, როდესაც აგერ, თეა დარჩია ისეთი სექსუალური ხმითა და ინტონაციით ამბობდა, არ წამიკითხავს კანონი, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ რუსულიაო, ვიფიქრე, მგონი, მეც შემიძლია-მეთქი ტანით წაკითხულის შინაარსის აღქმა და ექსპერმენტს მივყავ გაბრიყვებულმა ხელი.
კარგად რომ შემეგრძნო წაკითხულის შინაარსი, არ დავიზარე, სანახევროდ გავშიშვლდი, ხან მაკულატურაში ჩავწექი და ვიშრაშუნე, ხან ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის დანახვაზე ხმაჩაწეული ტელევიზორის ეკრანს ვუგლასუნე საფეთქლები და ნათხემი, მაგრამ ვერც ჩემმა ტანმა და ვერც თავმა ვერაფრით წაიკითხა ვერაფერი, მხოლოდ ამაოდ ამოვიგანგლე მტვერში.
რა ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ მთლად უნდა გავშიშვლებულიყავი, მე კი ნახევრადშიშველი ვიყავი? დავაზუსტებ ამ ამბავს და ხელმეორედ დავიწყებ ნაბეჭდი პროდუქციის ტანით შეცნობის ხელოვნების დაუფლებას. რითი ვარ ამათზე ნაკლები?
გამოდიან ცნობილ-ცნობადი პირები ზოგი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, ზოგი სცენიდან, ზოგი უნიტაზიდან და ამაყად აცხადებენ, არ წამიკითხავს კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ, მაგრამ რადგან რუსულია, არ მაინტერესებსო.
2017 წლიდან სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის საოპერო-სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძეც რომ იმას იტყვის, კანონს არ წავიკითხავ, ყველაფერი რუსულიაო, რეებიც მან იკადრა, იმის შემდეგ ეს აღარ გაგიკვირდება, მაგრამ მის ნაცვლად კი შეგრცხვება…
დოიაშვილი რომ სცენიდან “ალა ლუშულ კანონს!”-ო ააბღავლებს თავის მსახიობებს და ერთმანეთს ტაშს უკრავენ, კი უნდა გაახსენო თითოულ მათგანს, რომ იმ ხელებს, რომლებიც ერთმანეთს გამეტებით სცემენ სხვის საამებლად, ასეთივე წარმატებით შეუძლიათ მათ ყბებზე შემოტყლაშუნებაც…
ბიჯო, რა ტანი აქვთ ასეთი, ან სხეულის რა მონაკვეთს უწოდებენ ტანს, ეს მაინც გაგვანდონ! ბოლო-ბოლო, ის მაინც გაგვაგებინონ, რომელი ტანი აქვთ კანონების ზეშეცნობადი: ზედა ტანი, ქვედა ტანი, უკანა ტანი თუ ხილ-ბოსტანი?
ოჰ, შენ რა გითხარი, დიდო რეჟისორო მეგიზი ქარდავა, რა გადაუღე ამ უდღეურ ტანით მგრძნობიარეებს ასეთი მოურჩენელი!
იმ ოლეი, ოლეი, იუბულა-ბუ ქათამაძემ მთლად დამცა, ემიგრანტმა ოცი წელი დანაზოგი რომ აგროვა აშშ-ში, აქ რომ ჩამოვა უკანონო ფული აღმოჩნდება მისი წვითა და დაგვით ნაგროვებიო. ქათამაძეს, ეჭვი გამიჩნდა, რომ არანაირი ტანი არ უვარგა, მთლად აურია. შვილო, ვინ და რამ შეგაძულა წაკითხვა, რას ურიკინებ და რას იჩლექ ენას, არ გეზარება მაინც? თქვი, რომ გაბურული მომღერალი ხარ და სხვა არაფერი იცი, გაგნებაში არ ხარ, მაგრამ აბა, როგორ იტყვის, ის ხომ შიგ ევროპელთაგანია პირდაპირ ბობოყვათიდან…
ესენი ერთმანეთს აგიჟებენ თუ თვითნაბადი იდიოტები არიან?! _…ალბათ, უფრო, მონური ფსიქოლოგიის უწიგნური იდიოტები… ახალგაზრდა მეზობელი მყავდა, ფიზიკოსი, ატომზე მუშაობდა. იმ დროში ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი იყო ამ მიმართულებით, მაგრამ რად გინდა, ფიზიკის მიღმა სრული იდიოტი იყო…
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ, რომელთა 20%-ზე მეტი დაფინანსება უცხო ქვეყნიდან მოედინება, ყველაფერი უნდა გახადონ გამჭვირვალე და დაიდოს დამფინანსებლის როგორც დასახელება, ისე მიზნები, რის გამოც ამ თანხას გასცემს კონკრეტული ორგანიზაციისთვის _ რა არის აქ საგანგაშო, დასამალი და საწიოკო?
კი, მაშინვე მივალთ შვედეთამდე, ნორვეგიამდე, ჰოლანდიის თავისუფალი დაფინანსების ფონდებთან და ა. შ. ბევრად მსხვილ-მსხვილ თევზებთან, მაგრამ რა გამოაშკარავდება ისეთი, რაც არ ვიცით?
ლგბტ და მათი სექსუალური გადახრების პროპაგანდა-რეკლამირების დაფინანსებისა ვიცით; ანტიქართული ყველა მიმართულებისა _ ვიცით; შავი ფულის გათეთრებისა _ ვიცით, რევოლუციური სცენარებისა _ ვიცით…
“ღმერთო ჩემო! სულ ვუსმენ, და ვერაფერი გავიგე, რა უნდა და რატომ კამათობენ?! რუსულს მე აქ ვერაფერს ვხედავ და ვიფხანთ რაღაცებს და მახათებს ვიყრით”, _ “გამჭვირვალობის კანონზე” თქვა ზურა ყიფშიძემ.
საქმე ის გახლავთ, რომ ვინც რუსულ კანონად ვერ/არ აღიქვამს, ის არ იფხანს და არც მახათს იყრის, პირიქით, მოხარული იქნება, თუ მართლაც გამჭვირვალე გახდება აქამდე წლობით დაფარული საიდუმლოებით მოცული დაფინანსების წყაროები და მიზნობრიობა. ყველა სამსახური აწარმოებს ყოველთვიურ ხარჯთაღრიცხვას და საგადასახადო უწყებაში წარადგენს დოკუმენტაციას, ამათ წელიწადში ერთხელ რომ წარადგინონ, ამას რად უნდა წივილი, “რუსული” ან “ბანგლადეშური” კანონიაო?
ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლება იყო, როდესაც ერთმა ყველასათვის ცნობილმა პიროვნებამ, თანამდებობის პირმა ძალოვანი სტრუქტურიდან, მირჩია, არასამთავრობო ორგანიზაცია გააკეთე და რაღაც მჭახე სახელი დარქვიო. რად მინდა-მეთქი? გრანტებს მოიზიდავ, დაფინანსება გექნება და იგულავებო. მაგის თავი მაქვს-მეთქი?
თურმე თავი სულაც არ არის საჭირო, პირიქით, თავი ხელს შეგიშლის, მთავარია, ყველაფრის საკადრებლად პირი ადგილზე და საქიცინ-სახვანხვალოდ ტრ***კი გქონდეს მომზადებული…
ყველაზე მეტად ის მხიბლავს, ვერავინ რომ ვერ პასუხობს კითხვას, რატომ არის ეს კანონი რუსული. ამ ჩვენის ღობეგადანგრეულებიდან ერთმა მაინც წაიკითხოს და დანარჩენებს მოუყვეს, რა წერია მასში-მეთქი, ვიტყოდი, მაგრამ ეგ არ შეიძლება!
ვისაც კითხვა უყვარს ან ეხერხება და გადასარევად აზროვნებს ფხიზელიც და განგრეულ კაიფშიც, უკვე ალილუიასავით ზეპირად იცის, რაც წერია მასში და გადასარევად იცის, რომ არანაირი “რუსული კანონი” არ არის, მაგრამ რაც არის, ის არის მიუღებელი და რა დაარქვას? ჰოდა, დაარქვა დიდმა მავანმა “რუსული კანონი” და ზოგი დირიჟორის ჯოხის აქნევაზე, ზოგი უწიგნური კი ფეხისხმასაყოლილი ხბოს აღტკინებით ბღავის “ალა ლუშულ კანონს!” აი, თქვენ კი დაგათხლიშეთ მაგ გამოქვათაყურებულ თავებზე შენაცვლებული მათლაფებით “ოკროშკა” და “რასოლნიკი”!
მომღერალმა და იუმორისტმა დავით ნემსაძემ (ქუჩუკიჩი) სოციალურ ქსელში დაწერა, სექსმუშაკები არ მალავენ თავიანთი შემოსავლის წყაროს და ეს ენჯეოები რას აკეთებთ უფრო სამარცხვინოს, ასე რომ გეშინიათ გამჭვირვალობისო?
ქუჩუკიჩ, სექსმუშაკები საკუთარ სხეულს ანათხოვრებენ მცირე ხნით და ამაში იღებენ გასამრჯელოს, ეგ ნჯოები კი საკუთარ სამშობლოს გაბმით ყიდიან მისხალ-მისხალ და რადგან იციან, სამშობლოს ღალატი რასაც იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი მუხლი არ გვაქვს, მაინც აშინებთ ვირტუალური განაჩენი, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში ასე ითქმებოდა ორი სიტყვით: მიესაჯოს სიკვდილი!
“სამშობლო, დედის ძუძუი,
არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო,
მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც
ერთია ქვეყანაზედა…
არ გავცვლი სალსა
კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..”
ამ უსამშობლოებს სამშობლო არ აქვთ, სიტყვაც კი ამოიღეს მეტყველებიდან და “ქვეყნით” ჩაანაცვლეს, მაგრამ ოდესღაც ხომ ჰქონდათ და ზოგ მათგანს “სამშობლო ხევსურისაც” ემახსოვრება, ამიტომ სამშობლოს ღალატი და საკუთარი ერის გაყიდვა მაინც ხინჯად აქვთ ქვეცნობიერში და არ უნდათ ქართული ფურთხით საფურთხებლად მთლად შარაზე დაგდება სამშობლოს მოღალატის სახელით…
აკადემიურ ლიტერატურაში “თვითკოლონიზაცია” ჰქვია იმ ცნობიერებას, როდესაც მუდმივ სირცხვილს განიცდი საკუთარი ქვეყნის გამო და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ყოველთვის მართლად მიგაჩნია _ აქამდე გამოალაყეს მოზარდები, თვითკოლონიზაცია ისე აჰკიდეს “სუფთა დაფაზე”, რომ სამუდამოდ დაუმახინჯეს ცნობიერება…
ოლაფ შოლცის სიტყვები პირდაპირ ეთერში გააყალბა ოპოზიციონერმა თარჯიმანმა (ის როგორღა მოხვდა თარჯიმნად იქ და იმ დროს?!) ზაალ ანდრონიკაშვილმა, კანცლერისა, სხვათა სიტყვებსა და დოკუმენტებს ვერ გააყალბებენ?
მინდა დავარიგო ეს გზააბნეული “ალა ლუშულ კანონს” ბრიგადა: უკანალში ყოფნისას მხოლოდ ორი რამ შეგიძლიათ: პირველი _ გაიგოთ, რატომ ხართ მანდ და მეორე _ გამოხვიდეთ მანდედან. ნუ ხართ მუდმივად დაბნეულები! ეს ორი რამ არანაირად არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რადგან მაგ მიშას უკანალიდან გამოსვლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე იმის გაგება, რატომ ხართ მანდ.
რატომ?
იმიტომ, რომ მხოლოდ ერთხელ უნდა გამოხვიდე მანდედან და ამის შემდეგ შეგიძლია დაივიწყო, მაგრამ იმის გასაგებად, რატომ ხარ მანდ, მთელი ის ცხოვრება გჭირდება, რომელსაც მანდ გაატარებ!
ვიქტორ პელევინს დაუჯერეთ, მამაჩემის ცხონებამ!
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ძმამ (კაპიტანი ნემოსი არ იყოს, მისი სახელია “არავინ”, თუ რატომ არ სახელდება, არ ვიცი) მთლად ლაკონიიდან ჩამოგვიარა: “შინაარსში არ უნდა შევიდეთ, ეს არის რუსული კანონი!” _ თქვა და ციცინათელასავით ბუჩქებში მიიმალა თუ სასაზღვრო ზოლისკენ შარვლის ჩასახდელად გასიევების უბნის მიმდებარედ გაეშურა, ვერ დავადგინე.
ამ რომელიღაც ტანიდან მეტყველგაგდებულებს მაშინ რატომ არ ახსენდებოდათ და მაშინ რატომ არ ყვიროდნენ “ალა ლუშულ ხელისუფლებასო”, როცა მათი ბელადი რუსეთის უშიშროების გენერლის მითითებებით მოქმედებდა?
აგვისტოს ომიდან მალევე მოსკოვში საცეკვაოდ რომ იქაჩებოდნენ, გრიგოლ ვაშაძიდან დაწყებული, მთელი ნაცბანდა, მაშინ არ იყო ლუშეთი ოკუპანტი?
ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მათი ბელადი ყვავილებით რომ ხვდებოდა რუს ტურისტებს პირმცინარი და ტელეკამერების წინ ეხვეწებოდა, გვესტუმრეთო, მაშინ ლუშები ოკუპანტები არ იყვნენ?
სტრატეგიულ ობიექტებს რომ რუსეთს ატენიდა სააკაშვილი, შადაული კანონი იყო, ლუშის ნაკარნახევი თუ ქალთული?
“კგბ-ს” ეფრეიტორმა სააკაშვილმა ცალმხრივად რომ გააუქმა რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, მაშინ ლუშეთი ოკუპანტად ვის გახსენებია?
ახლა ამ ექსტრემისტულ “დროა”-ს რუსეთი რომ აფინანსებს, არალუშული კანონით, როგორაა ეგ საქმე?
ბოლო-ბოლო, პრიმაკოვ-კოჟოკინთან ვინ დარბოდა ლუშეთში და ლუში ივანოვი ვის გამო ჩამოვიდა?..
ამ მიშას კოლინჯში ჩარჩენილები, თავიანთი მიშას დროს ასე რომ ახირებოდნენ “ადგილის მამას”, წამიერად მაინც არ უფიქრიათ შაყის კვრის რა სიდიადე ექნებოდათ ტანით შეგრძნებული? ახლა დადასტურებულად იციან, რომ არავინ გადაამტვრევთ არც ხერხემალში და არც საინფორმაციო ღრუს ამოუვსებენ რაიმეთი და ლაღად არიან _ არ ვიცოდი, შესაძლებელი თუ იყო ერთდროულოდ უნამუსობაც, უსირცხვილობაც და დაუნახავი ღორობაც…
ეჭვი აღარაფრის მაქვს, ყველაფერი დადასტურებულად გვიდევს თვალწინ, მხოლოდ ისღა მაინტერესებს, რის გამო არის ამოქოქილი მაქსიმალური ძალით ყველა ნჯო და მათი პატრონების ძალისხმევა, რა უფრო აწუხებთ დიდ-დიდ ღლავებს, შავი ფულის გათეთრება რომ გაუსკდეთ დღე-დღეზე, თუ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების ამბავი? აბა, პედერასტების დაფინანსებაზე ვენებს ვინ გადაიჭრის…
“ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც სამშობლო ჰქვია, ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს…
მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი! ხურდა არ მინდა… სიცოცხლეს ვიხდი…”

ზურა ოშხერელი