საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ამაზეა სწორედ ნათქვამი – მკვდარი ადგა, აღარ დადგაო! – საერთო მედია
მაისი 8, 2024

ამაზეა სწორედ ნათქვამი – მკვდარი ადგა, აღარ დადგაო!

“-ვინ მისცა ნინო ლომჯარიას და სხვა მის მსგავს გავლენის აგენტებს ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება?! ამ ქვეყნის უმრავლესობის ინტერესები და უფლებები სწორედ მაშინ უნდა დაეცვა ხმამაღალი განცხადებებით და თან არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, როცა თბილისში სისხლის გუბეები იდგა, რეჟიმის მიერ ჩაცხრილული ადამიანების; როცა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ხმაურდებოდა და როცა „კასტილიანი კაცის“ ეპოქა იდგა; როცა პატიმრებს გაკვეთილ გვამებზე ასკოჩებდნენ; გარდაცვლილი პატიმრების კუბოებს ოჯახებს უგზავნიდნენ და თან მუქარა-გაფრთხილების წერილს აყოლებდნენ ოჯახის სხვა წევრთან დაკავშირებით, რომ ხმის ამოღება არ გაებედათ. ეს ფაქტები ყველამ იცის და აღარ გავაგრძელებ. ლომჯარია მაშინ არც კი გაბრაზებულა, რადგან ეტყობა ელოდა, ამერიკელი ბოსები როდის შეამჩნევდნენ და დეგნანმაც არ დააყოვნა. ახლა უკვე გაბრაზების და პოლიტიკური წონის აკრეფის დროა და ლომჯარიაც გაბრაზებულია „უცხო ქვეყნის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით. „ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ ვუყურებ, როგორ ყიდიან საქართველოს რუსეთზე. ეს წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატი და იმედგაცრუებაა“, – ამბობს ლომჯარია.
დიდი შეცდომა იყო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევა. ეს იმ წლებმაც დაადასტურა. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემ პატივისცემას იმ დეპუტატების მიმართ, ვინც მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, მისივე ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი პოზიციაებიდან გამომდინარე. თავად ამ ნაომბუცმენარს კი შევახსენებ, რომ იქნებ თანმიმდევრობა დაიცვას და სამშობლოს მოღალატეთა რიგებში პირველად ისინი დაასახელონ, ვინც დავით გარეჯი და სამაჩაბლო გაყიდა. ამ მხრივ პირველობას, სააკაშვილი ნამდვილად არავის დაუთმობს, რომელიც გუშინ კვდებოდა, დღეს კი მასავით განადგურებულ ოპოზიციას, „ვივამედის“ ლუქსიდან, სამოქმედო გეგმას კარნახობს. ამაზეა სწორედ ნათქვამი – მკვდარი ადგა, აღარ დადგაო.”

წერს ჟურნალისტი შორენა კოწოწაშვილი.