საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

წალენჯიხაში სტიქია მძვინვარებს – საერთო მედია
მაისი 19, 2024

წალენჯიხაში სტიქია მძვინვარებს

ფრაქცია “ქართული ოცნების” საკრებულოსა და პარტიის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. მიმდინარეობს აქტიური კოორდინაცია დაზარალებულ მოქალაქეებთან. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ელექტრო გადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები.

🔺სტიქიის ზონაში ამ დრომდე არ გამოჩენილან მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილეები. მოსახლეობა აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ სტიქიის პერიოდში გამოწვეული უყურადღებობით. მოვუწოდებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ დროულად მიაქციონ მოქალაქეებს ყურადღება, უზრუნველყონ დროებითი გადასახური მასალით, სანამ ზარალი სრულად იქნება დათვლილილი.
ამ დრომდე უცნობია თუ არსებობს ზარალის დამთვლელი კომისია და ითვლიან თუ არა სტიქიის შედეგებს, ყოველ შემთხვევაში ამის ნიშანწყალი მუნიციპალიტეტს დღეს არ ეტყობა !
🔺შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მუნიციპალიტეტის მერი ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე.