საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მე ხომ ვიცი რომ არაადეკვატურია,რომ ბელადის ნარცისისტული აშლილობა აქვს – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

მე ხომ ვიცი რომ არაადეკვატურია,რომ ბელადის ნარცისისტული აშლილობა აქვს

“ტაბულას” დამფუძვნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი ჩვეულ ფორმაშია და ბელადომანიით შეპყრობილ “ვივამედის” ბინადარ სააკაშვილზე სოციალურ ქსელში წერს:
“2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც “ქართული ოცნების”, არამედ პირადად ჩემი გამარჯვების დღედ… მზად ვარ, დავწერო ქართული სახელმწიფოს ისტორიის მომდევნო თავი!” – სააკაშვილი
——-
უფალო, ამ ადამიანის ნარცისისტული აშლილობის მსხვერპლად რომ აქციე ქართული ოპოზიცია და ქართული დემოკრატია, არ ნანობ? 🙏🏼
(მე ხომ ვიცი ამას რაც სჭირს, მე ხომ ვიცი რომ არაადეკვატურია, მე ხომ ისიც ვიცი რომ ჩემ გარდა, სხვებმაც იციან ეს და წარმოიდგინეთ, რა გულისამრევია ჩემთვის ის ხალხი, კარიერულ კიბეზე ასაცოცებლად ამის კონდიციას რომ იყენებს და ხან ცემენტს უწოდებს, ხან ოდისევსს – იმის შეცნობით, რომ ბელადის ნარცისისტული აშლილობა აქვს საკვები, თვითონ რომ
ძალაუფლების ვერტიკალთან მიცოცდეს).აღნიშნავს თამარ ჩერგოლეიშვილი.