საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ცოტა დაამუხრუჭონ, მწარედ, სასტიკად მოვექცევით ჩვენი ქვეყნის ყველა მტერს, დაგრღნით!!!! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ცოტა დაამუხრუჭონ, მწარედ, სასტიკად მოვექცევით ჩვენი ქვეყნის ყველა მტერს, დაგრღნით!!!!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ფაქტებს ეხმაურება და მასში მონაწილე ყველა დაჯგუფებას აფრთხილებს.

“ფაქტები ვნახეთ, როგორ უნდათ ჩვენს სამშობლოში არეულობის მოწყობა, ახალგაზრდების მოტყუებით გამოყენება, სისხლის ღვრა და ანტიკონსტიტუციური ქმედებების განხორციელება!

სხვათაშორის, სალოია “პრეზიდენტის” მიერ კონსტიტუციის უგულვებელყოფა მიმართულია იყოს მაგალითი კონსტიტუციის დარღვევის და დაუსჯელობის! ცოტა დაამუხრუჭონ, მწარედ, სასტიკად მოვექცევით ჩვენი ქვეყნის ყველა მტერს, დაგრღნით!!!!

ახლა ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ და უარყოფენ სუსის მიერ გასაჯაროებულ ფაქტებს. საელჩო? კიდევ ვიღაცეები? რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ? ერთხელ უკვე მოატყუეთ საქართველოს საზოგადოება ამერიკული კანონის გარუსებით და ახლა აღარ შევჭამთ, ვერ ხვდებით?

USAID-ი კი არა, ჯოზეფ ბაიდენმაც რომ სცადოს დარწმუნება, თითქოს მაგათი ტყუილი სიმართლეა, არ დავიჯერებთ! გვეყოფა ამდენი ტყუილები! ხოო, როგორ? “კმარა” ? ან “отпо́р” ? არა! დიდება უფალს, გაუმარჯოს საქართველოს და არა რაღაცის ან ვიღაცის “Слава”-ს

წერს დიტო სამხარაძე.