“თბილისობა” უნდა გაუქმდეს-ალეკო ელისაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი ფრაქცია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი სახალხო ზეიმს, “თბილისობას” უშინაარსოს და ყალბს უწოდებს.
“წლებია ვიძახი – თბილისობა არის სრულიად უშინაარსო, ყალბი, ვითომ დღესასწაული”– წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
“ან შემოქმედებითმა ხალხმა სახალხო დღესასწაულის არსი უნდა მიანიჭონ ან უნდა გაუქმდეს ეს სიყალბე”- აღნიშნავს ელისაშვილი.