საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“მთავარი არხი” დასრულებულია!- თამარა ჩერგოლეიშვილი – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

“მთავარი არხი” დასრულებულია!- თამარა ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძვნებელი, ჟურნალისტი, “საზოგადო მოღვაწე” და ბოლოს გიგა ბოკერიას ცოლი თამარა ჩერგოლეიშვილი  მიშავიზიას უტევს და “მთავარ არხს” განადგურებულად აცხადებს.

-რომ იცოდეთ – სააკაშვილის არხს, ანუ მთავარ არხს, ევროპული საქართველოს ინიციატივა აფხაზეთში გენოციდის აღიარებაზე, არ გაუშუქებია.

(არც ღონისძიება, არც ესტონეთის და ლიტვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები, არც გამოფენა)

300 ათასი დევნილის და 3.7 ქართველის პრიორიტეტი სააკაშვილის რუპორის ყურადღების მიღმა რჩება.

სამაგიეროდ შუქდება სააკაშვილის ორშაბათს გახსნილი მისაღები, რომელიც არ გახსნილა.

ხომ ხვდებით რატომ ნადგურდება მთავარი არხი? ხომ
ხვდებით რატომ არ აწვდის არცერთი დასავლური ორგანიზაცია დახმარებას?

მთავარი არხი არ არის მედია.

მთავარი არხი სააკაშვილის სიყალბის მანქანაა.”

წერს ჩერგოლეიშვილი.