საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ვიდრე პირს გააღებდეთ ან რამეს დაწერდეთ ბატონებო, ცოტა ტვინს ძალა დაატანეთ! – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

ვიდრე პირს გააღებდეთ ან რამეს დაწერდეთ ბატონებო, ცოტა ტვინს ძალა დაატანეთ!

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გინტურის მკვლელობის შემდეგ, ზოგიერთი მოექსპრტო ელემენტების “ბრძნულ” მოსაზრებებს ეხმაურება:

“🔗თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, საჯარო სივრცეში გამოჩნდა არაერთი ექსპერტ/ანალიტიკოსის მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტისპირა ზონაში უნდა განათავსოს მეტი შეიარაღება და ცოცხალი ძალა და თუ მსგავსი რამ განმეორდა, რუსებთან შეიარაღებულ დაპირისპირებასაც არ უნდა მოერიდოს. მოკლედ – „თოფი გაისროლოს.“ ოღონდ იმას არ ამბობენ, რომ ყოველივე ამის შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე და მეათე დღეს რა ხდება და როგორ ხდება.
🔗რა არის მათი „არგუმენტები“? რუსები დასუსტებულნი არიან და ვერ შეძლებენ/ვერ გაბედავენ საპასუხო ქმედებებს და ამ ყველაფერს გაატარებენ. ხოლო ჩვენ ვაჩვენებთ რომ სახელმწიფო ვართ, შეგვწევს ძალა, გვაქვს ღირსება და ა.შ.
🔗მსგავსი რიტორიკა ისმოდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინაც, რომ რუსების ჟანგიანი ტანკები ვერას დაგვაკლებენ, გავაქცუნებთ, სოჭამდე ჩავსდევთ… და ა.შ. შედეგი – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირებული 20%, რომლის დეოკუპაციის ნიშანწყალიც კი არ ჩანს თვალსაწიერ მომავალში.
🔗ამიტომაც, ფსევდოპატრიოტული რიტორიკით შეფუთული ეს პროვოკაციული მოწოდებები, ნებით თუ უნებლით, ემსახურება გაყინული კონფლიქტიდან ომის ხელახლა პროვოცირებას, გამომდინარე შედეგებით. რაც მთავარია, ჩვენ ვართ თითქმის ისეთივე მდგომარეობაში როგორც 2008 წელს – დაუცველნი.
🔗 “სახელმწიფო სტრატეგიაში ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით,” რომელიც ჯერ არავის გააუქმებია, შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის კონფლიქტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით, რაც „გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას.”
🔗სხვათა შორის, ასეთივე ჩანაწერი არსებობს 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებულ #ასოცირების შეთანხმებაში.
🔗ასე რომ ვიდრე პირს გააღებდეთ ან რამეს დაწერდეთ ბატონებო, ცოტა ტვინს ძალა დაატანეთ!