შალვამ აღიარა და აიწყვიტა!
ქვეყნის მთავარმა “ლეიბორისტმა” შალიკო ნათელაშვილმა ნიღაბი თავადვე ჩამოიხსნა და აღიარა, რომ მიმართავდა ევროკავშირის ლიდერებს რომ მათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში არ მიენიჭებინათ.
“-მივმართეთ ევროკავშირის ლიდერებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ , რაც მოხდება ივანიშვილის სრული დასანქცირება. სხვა შემთხვევაში ეს იქნება არასწორი ნაბიჯი- იგივეს ფიქრობენ ჩემი კოლეგები ოპოზიციაში, მაგრამ ეშინიათ ამის თქმა.”-აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.