საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

შენს აგენტებს მიხედე ,დედა რო გიტირეს ,თიორე ჩვენ აგერ ევროკავშირის სტატუსს ავირტყამთ წუთი წუთზე,ასემც კოხტად! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

შენს აგენტებს მიხედე ,დედა რო გიტირეს ,თიორე ჩვენ აგერ ევროკავშირის სტატუსს ავირტყამთ წუთი წუთზე,ასემც კოხტად!

საინფორმაციო სააგენტო “იქსნიუსის”  დამფუძნებელი ნინო ჯღარკავა ნაპრეზიდენტარ დამნაშავე სააკაშვილის მორიგ გზავნილს გამოეხმაურა:

“მიხუილამ მორიგი ,,სიბრძნე,,გლიჯა ,არც დავრდომილი ვარ და არც ავადმყოფიოო ,ვინც ამას მივრცელებს პუტინის აგენტები ხართოო,ხოდა ჩემო მიხუნხულა, ორი წელია დედიშენისა გიულა და მთელი ნაცკოჰორტა იმას გვიკივის,კვდება მიხო ,ავადაა , 116 დაავადება აქვს და ზემოდან კიდევ დემენციააო,არიქა ამაღამ ვერ გადაიტანს ,არიქა დილას ვერ გაიღვიძებსოო,ხოდა მაგ შენს აგენტებს მიხედე ,დედა რო გიტირეს ,თიორე ჩვენ აგერ ევროკავშირის სტატუსს ავირტყამთ წუთი წუთზე,ასემც კოხტად:)))))))))))))))))))))” წერს ნინო ჯღარკავა.

ცნობისთვის, დამნაშავე  სააკაშვილმა მორიგი  უსტარი გამოაქვეყნა.-“ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის “დავრდომილ” ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება.
ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა და სრულიად ნათლად ვხედავ ჩემი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლის მიმართულებას და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მის პერსპექტივებს. ასევე მაძლიერებს ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია და არც ვუღალატებ – არ მივატოვე და არც მივატოვებ ამ განსაცდელის ჟამს!
ერთიანობა და განახლება რჩება ჩვენი ბრძოლის მთავარ პრიორიტეტად.” წერს “ვივამედის” ბინადარი.