საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

იგეგმება სალომე ზურაბიშვილის, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება, 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ! – საერთო მედია
სექტემბერი 8, 2024

იგეგმება სალომე ზურაბიშვილის, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება, 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ!

თუ პრეზიდენტი განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას, ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება, გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს – განუცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის იგეგმება ზურაბიშვილის, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება.

„რაც შეეხება მის შესაძლო პოლიტიკურ გააქტიურებას, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება მისი, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ესეც მათი საქმეა, საბოლოო ჯამში ამ პარტიასაც არ აქვს არავითარი წარმატების შანსი. რა თქმა უნდა, ისინი 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.