საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

რადიკალურ ოპოზიციაში დიდი გლოვა, არეულობაა, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ უფრო გულწრფელი აღმსარებელი იქნება – საერთო მედია
სექტემბერი 16, 2024

რადიკალურ ოპოზიციაში დიდი გლოვა, არეულობაა, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ უფრო გულწრფელი აღმსარებელი იქნება

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში დადიოდნენ და ქვეყნის გაშავებით იყვნენ დაკავებული.

„რადიკალურ ოპოზიციაში დიდ გლოვას და არეულობას ვხედავთ. ერთმანეთს ასწრებენ, ვინ უფრო წინასწარ გულწრფელი აღმსარებელი იქნება, ვინ უფრო აშავებდა საქართველოს პარტნიორებთან ბრიუსელსა, თუ ვაშინგტონში. წლების განმავლობაში ეს ხალხი დასავლეთში დადიოდა და ქვეყანას აშავებდა. ამას ჩვენ ვამბობდით და ორმა ოპოზიციონერმა დაადასტურა. ამ ყველაფერს საია-ს ყოფილი თავმჯდომარეც დაეთანხმა და თქვა, თურმე ოპოზიციის მიზანი სტატუსის არმიღება ყოფილა და მიღება ოპოზიციას დაანგრევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.