საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ჩერგოლეიშვილმა ოპოზიცია ამხილა-ოპოზიციას უნდა სტატუსი არ მივიღოთ! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ჩერგოლეიშვილმა ოპოზიცია ამხილა-ოპოზიციას უნდა სტატუსი არ მივიღოთ!

“ტაბულას ” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი რადიკალურ ოპოზიციას ამხელს და განმარტავს,თუ რატომ არ სურს ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის მიღება.

“ოპოზიციას უნდა სტატუსი არ მივიღოთ, რომ ხალხი გაბრაზდეს და არჩევნები მასე მოიგონ, ვიწრო პარტიული მოტივები აქვთ”!
მეგობრებო, ასეთ ფორმაში ოპოზიცია ვერც სტატუსით მოიგებს და ვერც უსტატუსოდ.
სტატუსი უკვე არ მიიღო ხელისუფლებამ და რა? ოპოზიციის მხარდაჭერა გაიზარდა?
არარელევანტურია საერთოდ სტატუსთან მიმართებით ოპოზიციის ინტერესები.
ოპოზიციურ პარტიებს სჭირდება მხარდაჭერის გაზრდა – ესაა (უნდა იყოს) მათი ერთადერთი ინტერესი.
რომელიმე იდიოტს რომც ეგონოს, რომ სტატუსზე უარით გაიზრდის რეიტინგს – ღრმად სცდება.
პრობლემა ისაა, რომ ბიძინა ევროკავშირის, ამერიკის და მთლიანად დასავლური ცივილიზაციის გინებაში და რუსეთთან გაწოლაში თუ ჯილდოს მიიღებს, ჩათვლის, რომ სულ, სულ, სულ ყველაფერი სწორად აკეთა და გაზს კიდევ უფრო მიაჭერს.
წარმატება ძალმომრეობას მოაქვს მისთვის – ესაა მისი გამოცდილება.
ძალმომრეობის წარმატებად ჩაითვლება ხალხის თვალშიც და გააძლიერებს რეჟიმს.
ამას ზიანის მომტანად ჩათვლით, თუ არა, თქვენს პოლიტიკურ გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ჩვენი – ევროპული საქართველოს ამოცანა სტატუსზე გადაწყვეტილებით არ შეიცვლება. ჩვენი ამოცანაა მხარდაჭერა გავზარდოთ, წარმატება დავდოთ და მერე ჩვენი დემოკრატიული წესრიგი ზოგად ნორმად ვაქციოთ, რომ ბიძინა დავამარცხოთ.წერს ჩერგოლეიშვილი.