საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

2024 წელსაც “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, დაგვერხა აღარ ვიარსებებთ! – საერთო მედია
მაისი 18, 2024

2024 წელსაც “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, დაგვერხა აღარ ვიარსებებთ!

კუზანოვის საკურსოს, სალომე სამადაშვილის თქმით, თუ 2024 წელსაც “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, ქვეყანა აღარ იარსებებს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე არც ერთი დიდი ევროპული ქვეყანა, პირველ რიგში-გერმანია და საფრანგეთი, არც კი განიხილავდა ევროკავშირში გაწევრიანებას-არც უკრაინის, არც მოლდოვას და არც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით.

მეტიც – აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მინიშნებასაც კი, რომ ჩვენ როდესმე მოგვცემოდა ევროკავშირში გაწევრიანების შანსი.

ეს ისე, შეხსენებისთვის, უკრაინის ხელისუფლების კრიტიკას რაც შეეხება.
ზელენსკიმ რაც თქვა მარტივია – იმედია, ჩვენს მიერ ევროპისკენ გაჭრილ გზას სხვებიც მოყვებიან, მათ შორის ბელარუსი და საქართველო.

 საქართველო რომ ბელარუსთან დაწყვილდა, რატომ უკვირს ვინმეს? რუსეთის მოკავშირეები მართავენ ორივე ქვეყანას.

დემოკრატიას რაც შეეხება – რა განსხვავებაა – რაიმე რეალური ზეგავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესზე ან არასამთავრობო ორგანიზაციებს, ან ოპოზიციას ან მედიას ამ ქვეყანაში?არანაირი.

აქ უბრალოდ ჯერ კიდევ ვარსებობთ და ბევრი ხალხი თუ გამოდის ქუჩაში, მცირე დათმობაზე ჯერ ისევ მიდის ბიძინა.

2024 ში ან დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი, ან აღარც ვიარსებებთ, ქუჩაში გამომსვლელიც აღარავინ იქნება. ბელარუსიზაცია დასრულდება.
ამაზე ვიდარდებდი უფრო, ვიდრე ზელენსკიმ რა თქვა.”- წერს სამადაშვილი.