საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

აშშ-ს ძალიან ცუდი სისხლიანი მსოფლიო თამაში აქვს წამოწყებული! – საერთო მედია
ივლისი 27, 2024

აშშ-ს ძალიან ცუდი სისხლიანი მსოფლიო თამაში აქვს წამოწყებული!

აშშ-ში რაღაც ისე ვერ არის, როგორც გვგონია...
ამერიკელი გენერალი მაიკლ ფლინი: “ნუ დაუჯერებთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებს და თოქ-შოუებში მოლაპარაკე “გენიოსებს.” მათი საუბარი მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობაა იმ კოლოსალური წარუმატებლობისგან, რომელიც შეერთებული შტატებისა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა, დიპლომატიამ თუ სამხედრო მაღალჩინოსნებმა განიცადეს.
როდესაც ირანს გაყინულ ფულზე წვდომა აღუდგინეს, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ 6 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისთვის იყო განკუთვნილი. ეს აბსოლუტური ტყუილია! (ამ დროისათვის კვლავ გაუყინეს ირანს ხსენებული 6 მლრდ დოლარი, რომელიც აშშ-ის 5 მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ გადაირიცხა ირანის ანგარიშზე კატარის ბანკში. ფაქტობრივად, აშშ-მა მოატყუა ირანი, მძევლები ჩაიბარა და საზღაურზე პირი უშალა _ ავტ.).
ცხადი იყო, რომ ირანი ამ ფულს იმ მტრების გასანადგურებლად დახარჯავდა რომლებსაც საფრთხედ მიიჩნევს _ განსაკუთრებით აშშ-სი, რომელსაც ირანი “დიდ სატანად” მიიჩნევს და ისრაელის, რომლის შესახებაც ირანმა კატეგორიულად განაცხადა, რომ დედამიწის ზურგიდან უკვალოდ გააქრობს.
ასეთ წარუმატებლობას 11 სექტემბრის ტრაგედიის, ან შეიძლება, პერლ ჰარბორზე იაპონელთა თავდასხმის შემდეგ არ შევსწრებივართ, რამაც ჩვენი ქვეყნის მეორე მსოფლიო ომში ჩართვა განაპირობა.
“ჰამასის” ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა მასშტაბურ ხასიათს ატარებს და სანამ ომი გრძელდება, სწრაფად უნდა დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ვიღაცები არაკომპეტენტურობის გამო დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გაათავისუფლონ, დაე, ასე მოხდეს, იპოვეთ უფრო გამოცდილი ადამიანები!
11 სექტემბრიდან მოყოლებული, ამ ბოლო წარუმატებლობამდე ფულს წარუმატებლობაში ვხარჯავთ, იმის ნაცვლად, რომ წარმატებას მოვახმაროთ.

ისრაელს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით, მათ შორის კიბერსივრციდან დაესხნენ თავს. ეს კარგად წარმართული, მჭიდროდ კოორდინირებული და ჩინებულად გათვლილი ოპერაცია იყო, რაც უზარმაზარი ტაქტიკური და სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას ისახავდა მიზნად. “ჰამასმა” მრავალი მძევალი იგდო ხელთ, რაც მის უპირატესობას უსვამს ხაზს. უახლოეს დღეებში ისრაელის ლიდერებმა მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ომის ხარჯები კოლოსალურია, ომის წაგების ფასი კი _ ისტორიული.
საკითხი, რომელიც ამ ომის დროს უნდა გადაწყდეს, არის შემდეგი: რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს ამ თავდასხმების შესახებ? ამას გამართლება არ მოეძებნება, რადგან სასიცოცხლო, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებსა და მოკავშირე ისრაელზე ასობით მაღალჩინოსანი სამხედრო აგებს პასუხს. ამის პატიება არ შეიძლება!
ჩემმა ცხოვრებამ “ნიშნებისა და გაფრთხილებების” სამყაროში გაიარა და ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, განვითარებული სისტემაა UშIჩ-ში და იმის ნაცვლად, რომ სწორად ფუნქციონირდეს, როგორც ჩანს, სრულ კრახს განიცდის. ეს ტექნიკური ხარვეზი არ იყო, ეს ხელმძღვანელობის ჩავარდნა გახლდათ!
არაერთხელ მითქვამს, რომ დაუსრულებელ ომებში მონაწილეობას, რომლებშიც არც გამარჯვების შანსი გვაქვს და არც მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, მწვანე შუქს უნთებენ, გამარჯვებას კი არ გვიფასებენ, სამხედრო-სამრეწველო და უსაფრთხოების კომპლექსები, მათი კორპორაციული ლიდერები და მფარველები მთავრობიდან ჯიბეებს ისქელებენ.
მაგალითად, ავღანეთში 20 წელი დავყავით. ქვეყნიდან გამოსვლამ კატასტროფული სახე მიიღო, ადამიანები თვითმფრინავებზე იყვნენ ჩამოკიდებულები და პირდაპირ რომ ვთქვათ, ციდან ცვიოდნენ.
უკრაინაში არსებულმა სიტუაციამ ცხადჰყო, რომ ეს ქვეყანა ფულის ხარჯვის უძირო ორმოა! ზოგიერთმა ჩვენმა მაღალჩინოსანმა სახელმწიფო სამსახურის კრიმინალიზაცია ახალ დონეზე აიყვანა. უკრაინასთან მიმართებით არც მკაფიოდ დასახული გეგმა გვაქვს და, საერთოდ, არც გეგმა გაგვაჩნია.
ჩვენს საზღვრებს მექსიკური ნარკოკარტელები შემოესივნენ, რომლებიც ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, “ჰამასთან”, “ჰესბოლასთან” და ირანის მხარდაჭერილ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ. ამ ყველაფრმა 100 ათასზე მეტი ამერიკელის სიკვდილი განაპირობა. ფენტალინის ეპიდემიასა და ქუჩურ ძალადობას კი ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ემსხვერპლა.
დასასრულს, ეს ბოლო ახლოაღმოსავლური “სიურპრიზი” გრძელდება, რომლის შესახებაც ჩვენმა სადაზვერვო სისტემამ არ გაგვაფრთხილა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა და დატყვევებულთა შორის ამერიკელებიც არიან.
კმარა არაკომპოეტენტურობა და წარუმატებლობა! საკმარისია!
შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში ლიდერების ნაკლებობაა _ ამას ბოლო უნდა მოეღოს!
სიცოცხლე საფრთხეშია, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, ვალი გაიზრდება და ამერიკა დამარცხდება, ჩინეთი კი უფრო მოძლიერდება!
არავინ მძულს, ჩვენი ქვეყანა მიყვარს. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი პლანეტის ზოგიერთ ყველაზე ცუდ ადგილზე ვიცხოვრე და მას ვიცავდი.
დროა, ლიდერები ფეხზე წამოდგნენ!
მივმართავ კონგრესს: გააკეთეთ რამე, ოღონდ იმოქმედეთ!”
პირველად აშშ-ის ისტორიაში, აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ოცდაცამეტ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ აშშ-ს აქვს საკმარისი რესურსები, რათა ერთდროულად მხარი დაუჭიროს უკრაინის ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ისრაელს. ამის შესახებ, მრჩეველმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
EUღAჩთIV იუწყება, კონგრესის მიერ დანიშნულ ორპარტიული კომისიის მოხსენებაში აღნიშნეს, რომ აშშ შესაძლო ერთდროეული ომებისთვის უნდა მოემზადოს ჩინეთთან და რუსეთთან. გააძლიეროს თავისი შეიარაღებული ძალები, ალიანსები და გააფართოვოს ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის პროგრამა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სტრატეგიული პოლიტიკის შესახებ კომისიის ანგარიში ტაივანის გამო ჩინეთთან შექმნილი დაძაბულობისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე მომზადდა. მედიის ცნობით, მაღალჩინოსანმა, რომელიც მოხსენების მომზადებაში მონაწილეობდა, უარი განაცხადა იმის თქმაზე, ამტკიცებს თუ არა დაზვერვის ბრიფინგები ბირთვული იარაღის სფეროში რუსეთისა და ჩინეთის რაიმე თანამშრომლობას. “ჩვენ ვწუხვართ… მათ შორის, შესაძლოა, იყოს საბოლოო კოორდინაცია, რომელიც ამ ორი ომის კონსტრუქციამდე მიგვიყვანს”, _ თქვა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.
 სტატიაში აღნიშნულია, რომ მოხსენება ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიციას, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ბირთვული არსენალი საკმარისია რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანებული ძალების შესაჩერებლად.
ცნობისათვის: 2022 წლის აშშ-ის კონგრესმა შექმნა ჯგუფი, რომელიც 6 “დემოკრატი” და 6 “რესპუბლიკელით” დაკომპლექტდა. კომისიის მიზანი იყო აშშ-ის საფრთხეების შეფასება. “ჩინეთისა და რუსეთის საფრთხეები გამწვავდება 2027-2035 წლებში, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება ახლაა საჭირო, რათა ხალხი მზად იყოს”, _ აღნიშნულია 145-გვერდიან მოხსენებაში.
საინტერესოა რობერტ კენედი-უმცროსის მიერ “დემოკრატიული პარტიის” დატოვების მიზეზები. იგი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე მიიღებს მონაწილეობას.
რობერტ კენედი (უმცროსი):
“მე თავისუფალი ვარ სამხედრო კომპანიების გავლენებისგან და ამიტომ შესაძლებლობა მექნება, რომ საგარეო პოლიტიკა მშვიდობასა და დემოკრატიაზე ავაგო;
ჩემზე არ აქვთ გავლენა მდიდარ დონორებს, ამიტომ მათ მაქინაციებისა და თაღლითობის შესაძლებლობას არ მივცემ, ეს კი სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს;
ვინაიდან მე თავისუფალი ვარ უოლ-სტრიტის გავლენისგან, მე ბანკის მევალეების უფლებებს დავიცავ;
ჩემზე არ აქვთ გავლენა დიდ კომპანიებს, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. შესაბამისად, მე გავასუფთავებ მიწას, ჰაერს და წყალს;
ვინაიდან თავისუფალი ვარ დიდი კორპორაციების გავლენისგან, შესაძლებლობა მექნება, მათ მიერ ჩვენი ფედერალური სააგენტოების ხელში ჩაგდების ფაქტები გამოვიძიო;
და ბოლოს, ვინაიდან თავისუფალი ვარ ამ ორი პარტიისგან, მე შევძლებ, ვაწარმოო გაბედული პოლიტიკა, რომელიც პარტიების შიგნით მიმდინარე დისკუსიებს და მათ დავალებებს სცდება.”
რობერტ კენედის მიერ ჩამოთვლილი 6 პუნქტი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ რაც მან თქვა, ეს ასეა და ის ამას არ დაუშვებს.
ფაქტი კი ის არის, რომ ამერიკამ ჯო ბაიდენის მმართველოს პერიოდში სერიოზული მტრები გაიჩინა. რუსეთი რომც არ ვახსენოთ, საკმარისია ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, თურქეთი და მთელი არაბული სამყარო _ საუბარია ამ ქვეყნებში მცხოვრებ ხალხზე, რომელთაც ამერიკის ხსენება შესძულდათ.
როდესაც ამხელა ქვეყნის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება ისრაელის მიმართ არის არა როგორც სახელმწიფო მდივნის, არამედ როგორც ებრაელის, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვქვეშ აყენებს მის დიპლომატობას.
ცამდე მართალია რეჯეფ ტაიპ ერდოღანი _ ეს რომ ერდოღანს ეთქვა, არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც მუსლიმი, ისე ვაფასებ რეგიონში ვითარებასო, ხომ მსოფლიო მსჯელობის საგანი გახდებოდა?
გავიგეთ, ვხედავთ, რომ კრიმინალებისა და ავანტიურისტების მიერ შექმნილი სახელმწიფო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდის ფონზე დაიბადა, მსოფლიო წურბელაა, რომელიც სხვა ქვეყნების რესურსების მიტაცებით იკვებება. სამყაროში ყველაფერს აქვს დასასრული…
დიდი ხანია, ძალიან ცუდი სისხლიანი მსოფლიო თამაში აქვს წამოწყებული აშშ-ს და რასაც მოიმკის დათესილისგან, მსოფლიო მალე იხილავს…

“საერთო გაზეთი”
ზურა ოშხერელი