საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზურაბიშვილი რეანიმაციაში მოხვდა,უმკურნალეს მაგრამ უშედეგოდ! – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

ზურაბიშვილი რეანიმაციაში მოხვდა,უმკურნალეს მაგრამ უშედეგოდ!

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “პეზიდენტის ნაცებში გადასვლის შანსებზე და მის წარმომავლობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სალომეში ღრმად გამჯდარი და დაუძლეველი ნარცისიზმი და სნობიზმი

“რა შანსები აქვს 71 წლის სალომე ზურაბიშვილს გახდეს ე.წ. “მესამე ძალის” ლიდერი, რომლის მშობლების ვინაობაც კი ჯერჯერობით უცნობია.

შანსები ალბათ არც ისე ბევრია, ყველა, მათ შორის წმინდა “ქართული” ფაქტორების გათვალისწინებით. მისდამი წმინდა “ქართული” დადებითი ემოციური დამოკიდებულება, რომელმაც ზურაბიშვილს ძალიან ხანმოკლე პოპულარობა მოუტანა, ჩაანაცვლა ასეთივე სუფთა “ქართულმა” მიუღებლობამ.

შედეგად ზურაბიშვილი პოლიტიკურ რეანიმაციაში მოხვდა, საიდანაც ის “ოცნებამ” და ივანიშვილმა გამოიყვანეს, პოლიტიკურად თითქოს უმკურნალეს (ჯერ დეპუტატობა. მერე პრეზიდენტობა), მაგრამ ეტყობა მაინც უშედეგოდ.

მკურნალობის არაეფექტურობას კი ბევრი მიზეზი ჰქონდა, საიდანაც ჩემი აზრით წამყვანი გახლდათ სალომეში ღრმად გამჯდარი და დაუძლეველი ნარცისიზმი და სნობიზმი.”აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.