საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მასშტაბური ბუნტი ენმ-ში (ვიდეო) – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

მასშტაბური ბუნტი ენმ-ში (ვიდეო)

“არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ 2025 წლის იანვრამდე, როდესაც, ჩვენი შიდა რეგულაციებით, წესდებით განსაზღვრულია შემდგომი არჩევნების თარიღი. თავმჯდომარის არჩევა მოხდება 2025 წლის იანვარში. სწორედ, ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით ბოლო ყრილობისას წესდებაში ჩაიწერა, რომ თავმჯდომარე ირჩევა ორი წლით.” – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს თანამდებობიდან გადადგომისკენ ზუგდიდის, ქუთაისის, ამბროლაურის, ხობის, კასპისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არსებული ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მოუწოდეს.