საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მელია: ცისკარიშვილს არაადეკვატური ბოდვითი აშლილობა აქვს! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

მელია: ცისკარიშვილს არაადეკვატური ბოდვითი აშლილობა აქვს!

“არაადეკვატური ბოდვითი აშლილობით ამბობს, რომ არაფრის გამკეთებელია და ამიტომ არჩევნები წინასწარ უნდა გამოცხადდეს არალეგიტიმურად” – მელია ცისკარიშვილზე
“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ენმ-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ “მე­ლია “ოც­ნე­ბის” საქ­მეს აკე­თებს.

ამის შე­სა­ხებ მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

ვამ­ბობ­დი და ვამ­ბობ, მიშა არ და ვერ იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი თუ სის­ტე­მის დე­მონ­ტა­ჟი არ მოხ­დე­ბა, თუ არ იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცია მო­ი­გებს დიდი ელექ­ტო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბით; ამის ფონ­ზე, ადა­მი­ა­ნი, ე.წ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, რო­მელ­საც ება­რა და აბა­რია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სე­ბი, იცის ინ­გლი­სუ­რი და არის ამე­რი­კა­ში, სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ბოდ­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბით ამ­ბობს, რომ არაფ­რის გამ­კე­თე­ბე­ლია და ამი­ტომ არ­ჩევ­ნე­ბი წი­ნას­წარ უნდა გა­მო­ცხად­დეს არა­ლე­გი­ტი­მუ­რად.

არა­და მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პარ­ტი­ულ გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში, გა­ა­კე­თა ოც­ნე­ბის საქ­მე, დაგვპირ­და შე­ვარ­დნას და მი­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სტრუქ­ტუ­რულ გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და გა­მარ­ჯვე­ბას; მარ­ტი­ვი კი­თხვაა, პარ­ტია ერთი წლის წინ უკე­თეს ფორ­მა­ში იყო თუ ახლა? ვინ შეც­ვა­ლა ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა და ვის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­და ეს? ვინ და რა­ტომ გახ­ლი­ჩა პარ­ტია, გა­ყა­რა ხალ­ხი პო­ლიტ­საბ­ჭო­დან და და­ნიშ­ნა ახა­ლი “მორ­ჩი­ლი” პო­ლიტ­საბ­ჭო, ვინ და­ამ­სგავ­სა პარ­ტია ოც­ნე­ბის უშნო სარ­კი­სებრ ანა­რეკლს?

თუ ვინ­მეს აქვს კი­თხვა,ვის აზა­რა­ლებს და აძ­ლი­ე­რებს ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი და­პი­რის­პი­რე­ბა პარ­ტი­ა­ში, პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: ღირ­სე­ბი­სა და სი­მარ­თლის გა­მარ­ჯვე­ბა აზა­რა­ლებს ქარ­თულ ოც­ნე­ბას, რო­მე­ლიც სრუ­ლად არის დაც­ლი­ლი ერ­თის­გა­ნაც და მე­ო­რის­გა­ნაც.

უსა­მარ­თლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა კი აზა­რა­ლებს ოპო­ზი­ცი­ას. თუ ოც­ნე­ბის მარ­თვა­ში იქ­ნე­ბა აბას­თუ­მან­ში ჩა­კე­ტი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლი, ხოლო ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში, ხალ­ხის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლი და კე­ზე­რაშ­ვი­ლი, და­ზა­რალ­დე­ბა ოპო­ზი­ცია და ოპო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლა. ასე რომ, პეტ­რე, საქ­მე მარ­ტი­ვა­დაა, მე ჩემს თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ვთან­ხმდე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, შენ შენს დი­რექ­ტორ­თან თან­ხმდე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე” – წერს მე­ლია.