საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

პიროვნების დასანქცირება ფაქტების კონსტატაციის გარეშე მისი უმთავრესი, კერძო საკუთრების უფლების შეზღუდვაა, რაც თავისთავად სამართლებრივი არგუმენტის გარეშე, ნონსესია! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

პიროვნების დასანქცირება ფაქტების კონსტატაციის გარეშე მისი უმთავრესი, კერძო საკუთრების უფლების შეზღუდვაა, რაც თავისთავად სამართლებრივი არგუმენტის გარეშე, ნონსესია!

“ხალხის ძალის წევრი “ექსპერტი  ზურაბ ქადაგიძე ეროვნული ვანკის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ  “სებ”-ს არც უთქვამს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა ეწეროს სანქციის აღსრულების შესახებ.
“PMCG”-ის გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებაზე აბუ ომარ ალ-შიშანის (თარხან ბათირაშვილის) მაგალითი მოიყვანა.
ამ დღეებში რა მოსაზრება არ მომისმენია და წამიკითხავს, მაგრამ ნუ ეს აბსურდების დოღში ყველაზე წინ გაიჭრა!
რბილად რომ ვთქვათ, ის საკითხს დილეტანტურად უდგება და ჯობია კვალიფიციურ იურისტებს გაესაუბროს.
ვფიქრობ, ალექსიშვილი მიზანმიმართულად მავნებლობს, რადგან:
პირველ რიგში, ტერორიზმში ადამიანს ფაქტის გარეშე ვერ დაადანაშაულებ და თუ იარსებებს ასეთი ფაქტი, შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ,რაც არაერთხელ მომხდარა.( ისრაელის მოქალაქის ლიკვიდაციის პრევენცია, რომელიც საქართველოს სამართალდამცავებმა აღკვეთეს, საერთაშორისო ინსტიტუტებთან კოორდინაციით)
ხოლო
პიროვნების დასანქცირება ფაქტების კონსტატაციის გარეშე მისი უმთავრესი, კერძო საკუთრების უფლების შეზღუდვაა, რაც თავისთავად სამართლებრივი არგუმენტის გარეშე, ნონსესია.
ამიტომ, როდესაც ფაქტების შედარება ხდება, მინიმუმ ერთი პრიზმიდან უნდა ფასდებოდეს ფაქტები და ამ ორი მაგალითის ანალოგიებად მოყვანა უმეცრებაა.
ამავდროულად, ფაქტების გარეშე ადამიანს დააბრალო დანაშაული და უაპელაციოდ შეუზღუდო საკუთრების უფლება-პრეცედენტია იმისა,რომ ასე ნებისმიერ მოქალაქე შეიძლება დაადანაშაულო და შეზღუდო.
ახლა მეორე საკითხი-კონკრეტულად სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინსინუაცია, რასაც ეს ბატონი ამბობს და არაერთი უმეცარი იმეორებს ამ ბოროტ “ნარატივს”
-სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ იქნება ჩაწერილი, რომ სანქცია აღსრულდესო…
წმინდა წყლის სპეკულაციაა, რადგან
“სებ”-ს არც უთქვამს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა ეწეროს სანქციის აღსრულების შესახებ. ეროვნული ბანკის რეგულაციაში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ უნდა დადასტურდეს ის საფუძველი, რაც სანქციის დაწესების მიზეზი გახდა.
აქედან გამომდინარე, ალექსიშვილი ან მავნებელი დემაგოგია და მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს ან კიდევ დილეტანტი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს სამართლებრივ საკითხზე და ჭკუათმყოფელსაც არავის ეკითხება თემაში გასარკვევად.
რომელი უფროა, მისი პრობლემაა და თვითონ არკვიოს!
ისე ჩემი მოკრძალებული რჩევაა, ისევ ეკონომიკას მიაწვეს…წერს ზურაბ ქადაგიძე.