ამ სიმყრალეს დავასრულებთ-ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

“ტაბულას” დამფუძვნებელი, “საზოგადო მოღვაწე”, ბოკერიას ცოლი თამარა ჩერგოლეიშვილი “ღიმილიანი საქართველოს” ავტორის (საარჩევნოდ ხალხს კბილები ,რომ დააძრო) მიშას ახალი ახირების სოფო ჯაფარიძის ახალ როლზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს,რომ ახმოვანებს ყველაფერს, რასაც სააკაშვილი ეტყვის.
“მეგობრებო, ვინც ახლა თავს ესხმით სოფო ჯაფარიძეს, გაითვალისწინეთ, რომ სააკაშვილის დამსახურებით, სოფოს ქმედებები კარიერული წინსვლის გზაა.
სააკაშვილს შეზღუდული აქვს თავისუფალი პოლიტიკური კონკურენცია ოპოზიციურ ველზე მისი რუპორი მედიების მეშვეობით, რათა სხვა ვერავინ განვითარდეს და ვისაც პოლიტიკური კარიერა სურს, მასთან მივიდეს.
მასთან წინსვლის გზა არის ის რასაც სოფო აკეთებს – ანუ ყველაფერს, რასაც სააკაშვილი ეტყვის.
მნიშვნელობა არ აქვს, ეს სააკაშვილის უხრწნელი ბოტასის ამბორი იქნება, თუ ჭორვილაში მიშას ხატით ჩამოვლა.
სააკაშვილი ამას სთავაზობს ქართველ ხალხს – პოლიტიკოსებს, რომლებსაც მისი ფეხის ნაბანი წყლის სმა ევალებათ, წინ წასასვლელად.
მნიშვნელობა არ აქვს რა შეუძლიათ მათ ქართველი ხალხისთვის.
ხალხის ფასი ნულია.
მთავარია სააკაშვილი ადიდონ.
ასეთ სისტემაში სოფო ჯაფარიძე კი არა, გოლდა მეიერი გაიხრწნებოდა თუ ჩემს გზას არ აირჩევდა.
ამიტომ უნდა დაინგრეს ეს კართაგენი და სისტემურად გადაიტვირთოს პოლიტიკა.
ამას ვიზამთ ჩვენ.
ჩვენ ამ სიმყრალეს დავასრულებთ.”წერს თამარა ჩერგოლეიშვილი