საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

პრეზიდენტი ბედავს და საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს აბუჩად იგდებს! – საერთო მედია
დეკემბერი 7, 2023

პრეზიდენტი ბედავს და საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს აბუჩად იგდებს!

როცა პრეზიდენტი ბედავს და საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს აბუჩად იგდებს, სულ ცოტა, პრეზიდენტის სავარძელს არ იმსახურებს, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა.

„საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა. პრეზიდენტი ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან კონფლიქტშია – ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია და არც ერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა.

როცა პრეზიდენტი ბედავს და საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს უთითებს, თუ ვინ უნდა შევიდეს და ვინ – არა. აბუჩად იგდებს მათ კითხვებს, მათ შორის ოპოზიციონერებისას; პასუხს არ სცემს მათ და დარბაზში დამცინავად შედის და გამოდის, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა, პრეზიდენტის სავარძელს არ იმსახურებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.