საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

დღეიდან გვყავს უთავმოყვარეო ფორმალური მავნე “პ”რეზიდენტი! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

დღეიდან გვყავს უთავმოყვარეო ფორმალური მავნე “პ”რეზიდენტი!

დღეიდან ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი.

„პირველი არის ის, რომ დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი, მძიმე დარღვევა, რასაც სერიოზული პრევენციული ეფექტი ექნება. მეორე, ვიხილეთ ლუსტრაცია იმ ალიანსის, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის. ეს ორივე შედეგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისად, დღეიდან ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი იქნება მხოლოდ ფორმალურად საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. მე არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია. მას აქვს ასეთი დავალება, რომ სცადოს ქვეყნის გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული. ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება რეაგირება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.