პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ გაქართველებულა; “ქადჟი” ზურაბიშვილი, რეზიდენტი პრეზიდენტი!

ეშმაკი და ვირი
ერთ ეზოში ეშმაკმა ვირი აუშვა. ვირმა მიმოიხედა, მეზობლის ბაღი მოეწონა, შებაკუნდა და მოსავალი გადაჭამა. ეს რომ ბაღის პატრონის ცოლმა დაინახა, აიღო თოფი და ვირი მოკლა. საღამოს, შინ რომ დაბრუნდა ვირის პატრონი, დაინახა, მისი ვირი მკვდარი გდია. გაიკითხა ამბავი, გაიგო რაც მოხდა და გაავებულმა მეზობლის ცოლიც მოკლა და მისი ქმარიც. მოკლული ცოლ-ქმრის პატარა შვილებმა სხვა ვერაფერი მოახერხეს და მშობლების მკვლელს სახლ-კარი გადაუწვეს. ამაზე მთლად გადაირია ვირმკვდარი მეზობელი და მის მიერ დახოცილი მეზობლის ბავშვებიც დახოცა.
_ ეს რა ჩაიდინე?! _ შეუყვირეს ეშმაკს.
_ მე არაფერი ჩამიდენია, მხოლოდ ვირი ავუშვი, მინდოდა მისთვის თავისუფლება მიმეცა, _ მხრები აიჩეჩა ეშმაკმა.
ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ვიღაცამ “აგვიშვა”, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები. მერე რა, თუ ვიღაცის ბაღში არ შევსულვართ, სადაც ვიყავით, იქ ვჭამდით და იქვე ვისაქმებდით, დაგვავიწყდა შეგონება, რომ სადაც ჭამენ, იქ არ ისაქმებენ…
ხალხი რა შუაშია, “ხალხი ხომ ბრბოა, შენი ფეხის ნაბანსაც დალევს,/ თუ გაგიჭირდა, გადაგივლის ეგ შენი ხალხი”…
დიახ, ბევრი “აშვებული” ერთად _ ბრბოა და მას ისე მართავს ხილული მმართველი (მას კიდევ სხვა ხილული მართავს, პირამიდის პრინციპია, თუმცა პირამიდის თავში მჯდომი უხილავია), როგორც დავალება მოითხოვს.
იყო დრო, როდესაც საქართველო თვითონ მართავდა ყოველივე საკუთარს, რა დროსაც, ხან აღზევდებოდა, ხან _ დაეცემოდა, მაგრამ ცოცხალი იყო და იბრძოდა, თავსაც იცავდა და სხვასაც, მაგრამ ჭინკებმა ხელში ჩაიგდეს და ის დრო წავიდა…
რამდენი ხანია, რაც საქართველოს გარეშე მტერთან აღარ უბრძოლია?
ათვლის წერტილად 1989 წელი რომ ავიღოთ, ისტორიისთვის ეს დრო არაფერია, მაგრამ საქართველოსთვის რომ მნიშვნელოვანი ყოფილა? ამ ხნის განმავლობაში, დავკარგეთ თავი, შესაბამისად, სახეც და დაგვავიწყდა ის კოსმიური მისიაც, რაც გვაკისრია.
საქართველოს ნამდვილი ისტორიის დამალვით ვიღაცამ სასაცილო მოსასმენად გახადა იმაზე საუბარი, რომ ათასწლეულების წინათ დედამიწაზე პირველი მსოფლიო ცივილიზაცია (უძველესი კოლხური ცივილიზაცია) ციდან დაეშვა და დასაბამი მისცა დედამიწაზე ყველა სხვა ცივილიზაციებს. სანაცვლოდ, დიდი მონდომებით გაავრცელეს “ამბავი მაიმუნისგან ადამიანის წარმოშობისა.” არავის უკითხავს, ის მაიმუნი საიდანღა წარმოიშვაო. მე მაქვს პასუხი: მაიმუნისგან მაიმუნები იბადებიან, ადამიანებისგან კი ყველაფერი: მაიმუნიც, მელაც, მგელიცა და გველიც…
მაიმუნი ხარ, აბა, სხვა რა ხარ, როდესაც მაიმუნობ…
ეს რა ღვთის რისხვაა! ერთი სულით ხორცამდე ქართველი პრეზიდენტი გვყავდა და სასწრაფოდ ამოვხადეთ სული, რა დროს ქართველობა და საქართველოს ზეაღმატებულებააო და გაგრძელდა უბედურების ჯაჭვი.
შევარდნაძე _ ჩვეულებრივი და დაუფარავი გავლენის აგენტი;
სააკაშვილი _ სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც დღესაც “ვივამედში” იხდის სასჯელს კომფორტულ გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცით, რატომ არის იგი ასეთ განსაკუთრებულ პირობებში, აუტანელი უსამართლობაა სხვა მსჯავრდებულების მიმართ და დღეს თუ პასუხს ვერ სთხოვენ საკუთარ თავს ის კონკრეტული ადამიანები, ვისაც ეს ეხება და ოდესმე მაინც სხვაც არ მოსთხოვს პასუხს, ყველა მათგანს უფრო მკაცრად მოეთხოვება უზენაესისგან;
ამ სუბიექტმა პრეზიდენტობამდე განაცხადა, როდესაც პრეზიდენტი გავხდები, მე ვიქნები ქართველიო. აზრი არ ჰქონდა შეკითხვის დასმას, აქამდე ვინ იყავიო, რადგან ის არც მანამდე იყო ქართველი და არც პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ გაქართველებულა;
“ქადჟი” ზურაბიშვილი, რეზიდენტი პრეზიდენტი! კაცმა რომ თქვას, დიდი უსამართლობაა მხოლოდ ის მოიხსენიებოდეს რეზიდენტ პრეზიდენტად, დანარჩენები რა, ნაკლები რეზიდენტები იყვნენ?!
სახლში მიმავალმა გავიხედე და ის ეშმაკი დავინახე, ვირი რომ აუშვა. არხეინად იჯდა ვაგზლის მოედანზე, სასტუმრო “კოლხეთთან” რომ საცხობია. მიმჯდარიყო მაგიდასთან, ფეხი-ფეხზე გადაედო და შეკეთებულ “ბელამორ კანალს” აფუილებდა. წინ ნახევრად ნაჭამი ჩებურეკი და ნახევრად დაცლილი “კოკა-კოლას” ბოთლი ედო, ხოლო ცელოფნის პარკში წასაღებად გამზადებული სომხური ქადა და თურქული ფახლავა (აზერბაიჯანული და თურქული ფახლავა რამ გაყო, არ ვიცი) და სადღაც დაჟინებით იყურებოდა. კარგად რომ დავაკვირდი, ვაგზლის იაფფასიან მეძავებს ათვალიერებდა. ისე ოსტატურად ჰქონდა დამალული ეშმაკისეული გენეტიკური ნაკლოვანებები, ინტელიგენტი კაცი გეგონებოდათ.
_ ჰაიტ, შე ეშმაკო, ხომ დაგიჭირე, აქ რას აკეთებ, საქმე არაფერი გაქვს?! _ მეგობრული შეძახილით მივეპარე უკნიდან და ყოველი შემთხვევისთვის ცილინდრზე ხელი მოვუსვი, რქები ხომ ნამდვილად აქვს, უცხო ადამიანი არ იყოს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავვარდე-მეთქი.
_ რა საქმე უნდა მქონდეს, ჩემს საკეთებელს თქვენ, ადამიანები აკეთებთ, _ მიპასუხა არხეინად და თვალი ჩამიკრა, ხელით მანიშნა, შენთვისაც ავიღებ რამესო.
_ შენ ის მითხარი, ამ ოპოზიციას რა უქენი? _ მივუჯექი და ხმადაბლა ვკითხე.
_ მე ვუქენი? გუშინწინებზე საკონსტიტუციო სასამართლოში რომ ვიყავი, გამოვქლიავდი ამ ხნის ეშმაკი. ბიჯო, ზურა, პარლამენტარი რომ გქვია, იმდენი მაინც ხომ უნდა იცოდე, რომ მერაბ ტურავა საქმის მოსამართლედ კი არ არის დანიშნული, არამედ პლენუმის წევრია? ანუ, იმ ცხრა მოსამართლეთაგანია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოადგენს და დანარჩენ რვასთან ერთად განიხილავდა იმ ჩემი კერძი სალომეს საქმეს.
ისე, ვაღიარებ, რომ ჩემი დიდი წვლილია მაგ სირბანჯოების პარლამენტში შემოყრაში, მაგრამ რა მექნა, მისია მქონდა. პარლამენტის შენობის ადგილზე რომ ეკლესია იდგა, ის ხომ დავანგრევინეთ და რაღაც უნდა დაგვედგა, ჩვენი სახლის ვარიანტში. ჯერ ვიფიქრეთ, მოდი, დიდი საროსკიპო წამოვჭიმოთო, მაგრამ გადავიფიქრეთ. რომ შევხედეთ, ცხოვრება სხვა მხარეს მიდიოდა, საროსკიპოებს ოფიციალურად გააუქმებდნენ და დაგვინგრევდნენ ათეისტები, არ ივარგებდა. ისე, ეს ათეისტები რა უცნაურები არიან, არა?
_ შენ რაღამ გაგაკვირვა? _ გამეცინა.
_ მთელი ცხოვრება ღმერთს უარყოფენ და რამე რომ გაუჭირდებათ, ღმერთო მიშველეო, გაიძახიან. კვდებიან _ მღვდელს ითხოვენ, სიკვდილის წინ აღსარება უნდა ვთქვაო; მოკვდებიან გულზე ჯვრით და თან ისევ მღვდელს აბუბუნებენ; საფლავზე ჯვარი უნდათ და რა ვიცი, რააა…
ის თუ დაინახე, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი კერძის ადვოკატებს რომ ვუღიტინებდი კუდის ფოჩით? ისე ავუბნიე თავ-გზა, რეების ლაპარაკი დაიწყეს _ თვითონვე სჯეროდათ, რასაც ამბობდნენ. რა დღეში ჩავაგდე, პრეზიდენტის სტატუსსა და უფლებამოსილება-კომპეტენციას ვერ ასხვავებდნენ…
ოპოზიციას რა უქენიო! მე ვუქენი? მე დაგისვით ეს ჩვენი მოციქულები, თუ თქვენ აირჩიეთ? რომელი ცსკო-ს თავმჯდომარე მე ვარ, სხვა საქმე არ მაქვს? ბიჯო, თვალები სულის სარკეაო, თქვენ ამბობთ და თქვენ თვითონ თვალები სადა გაქვთ, რომ თვალებში ჩახედვა ვერ გისწავლიათ? _ რატომღაც აღელდა ეშმაკი ძია.
_ რა გინდა, ეშმაკო?
_ ჩემი სალომე, ჩემი კერძი! აბა, რა ეგონა? მშვენივრად კოტრიალობდა ჩვენთან, რა გაპატიოსნება მოუნდა უცბად? ჰოდა, ახლა ისჯება, ჯერ ჩვენი მოციქულები აგინებდნენ, ახლა თქვენი ხალხი აგინებს… გგონია, აქამდე გამართული ქართულით ვერ ილაპარაკებდა, ქართულად ვერ იაზროვნებდა და ქართულ საქმეს არ გააკეთებდა? ჩვენ არ მივეცით ამის უფლება.
_ მიდიიიი…
_ რა “მიდი”! ქართული იცი, რა ცოტას ესმის? მერე რა, რომ ლაპარაკობენ, ერთმანეთს ვერ აგებინებენ. ბიჯო, ბაბილონის გოდოლი დავამხეთ, ენა რომ ავრიეთ და 3 მლნ კაცისთვის ვერ აგვირევია ენა? აგე, თქვენ და ე.წ. ოპოზიცია ხომ ორივე ევროპა-ევროპაო, გაიძახით და იმ ძუკნა ევროპის გამო ერთმანეთს იმეტებთ, იგივენი რატომ ვერ აგებინებთ ერთმანეთს, ორივეს ერთი რამ რომ გინდათ? იმიტომ, რომ არეული გაქვთ ენა, მხოლოდ სატლიკინოდ გაქვთ დატოვებული. რეები ვაკეთებინე ჩემს კერძს, რომ ვიხსენებ, მეცინება. მართლა გეუბნები, _ ხარობდა ეშმაკი.
_ ახლა რა გეგმა გაქვს?
_ რას მეკითხები, დაფიქრდი. შენ მე ვინ გგონივარ, ეშმაკი თუ სირი მიშა?
_ სირი რატომაა, რაც მაგან სათქვენო საქმე აკეთა…
_ რატომაა და ჩაგვიშალა ყველაფერი მაგ ავადმყოფმა. ვეუბნებოდი ლუცის, ეგ ვერ არის, არ გამოგვადგება-მეთქი, მაგრამ ხომ იცი, ლუცი რა აზარტული მოთამაშეა, ფსონს ჩამოვდივარო.
_ ახლა სადაა ლუცი?
_ ისიც ისვენებს და სად იქნება, კაზინოში ეგდება ვისკით ხელში…
_ მასე რომ თქვი, ვერ გაიგებს?
_ რას გაიგებს, ადამიანებისგან სიხშირეების დაბლოკვა ვისწავლე და მყავს ახლა ინფორმაციულ ვაკუუმში.
_ რა ჩაგიშალათ იმ მანიაკმა? _ კი გამეცინა, მაგრამ ნამდვილად გავოცდი.
_ “ერთიანი მსოფლიო გეგმის” ნაწილი, რომ საქართველო, როგორც ერი, განადგურებულიყო. “გლობალ-2000-ის” ფარგლებში მსოფლიო ზესაზოგადოებამ ტყუილად კი არ მოამზადა მსოფლიო დაპყრობის გეგმა. ეგ სირი იქით იყოს და, ჰერმან ვან რომპეიც გამოთაყვანდა, თორე მასე ღიად რამ ათქმევინა, “ისეთი ცნებები, როგორიცაა “ეროვნება” და “სამშობლო”, ისტორიის სანაგვეზე უნდა მოვისროლოთო”. ეგ ხომ გახსოვს, ვინ იყო _ ევროსაბჭოს თავმჯდომარე! დაკვირვებიხარ, ჩვენ როგორ გვგავდა? ჰოდა, ახლა თქვენს ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას გადახედე, განსაკუთრებით მათ, ვინც საზარბაზნე ხორცად ჰყავთ გაწერილი, როგორ გვბაძავენ და თუ ვტყუი, რომ გარეგნულადაც ჩვენ გვგვანან და რასაც ვეუბნებით იმას ასრულებენ, ჯვარი გარდამსახე!
ერების მოსპობა, ზენაციონალური განათლება და 30 მლნ ადამიანი! თვითმყოფადი კულტურა არა, ჩემი მეტოქე არაბი ჯინი, ვის რაში სჭირდება ვინმეს კულტურა…!
ძლივს მივაღწიეთ იმას, რომ 1995 წელს საქართველოს კონსტიტუციიდან ცნება “ერი” ამოგიქრეთ და დაგიწყეთ “ამერიკის სულში ჩახედება”. ისე მომწონდა ის ბილბორდი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე “ჩაწვდით ამერიკის სულს!” ჩემი ძმის მოგონილი იყო… იქამდე მივიყვანეთ საქმე, რომ “საჩვენიზაცია” დაგაწყებინეთ და აურდაურია იმ სირმა ყველაფერი, გადაჰყვა ყველაფრის ღორობას: ქალები, კოკაინი, ჭამა-სმა, მილიონები და გავიშიფრეთ.
ხალხმა გამოღვიძება დაიწყო, აზრზე მოდიან. გავრყვენით ახალგაზრდობა და განსაკუთრებით გოგონები, გამოვაქლიავეთ, გავანარკომანეთ, ქალი კაცად ვაქციეთ და პირიქით, მაგრამ რა გამოვიდა? ადრე ასეთ რამეებზე ვინ ილაპარაკებდა ხმამაღლა, ეგრევე აორთქლდებოდა უბედური შემთხვევით, ახლა გამომდგარან და რაც პირზე მოადგებათ, გაიძახიან, აღარ არის დამალული ჩვენი გეგმები და როგორღა შევასრულოთ?
ჯოჯოხეთის ქვაბის ფსკერზე მიმწვარი კაცი რომ გვყავს ჯანმოში, ცოტა ის შეგვეშველა კოვიდის ისტერიის დროებითი დამკვიდრებით, მაგრამ საგონებელში ვარ, 30 მლნ-მდე არ გინდა დაიყვანო დედამიწის მოსახლეობა?
ამდენი ხანია მისმენ, წყალი მაინც არ მოგწყურდა? _ მომაწოდა გაუხსნელი “ბორჯომი”.
სასტიკი უარი ვტკიცე, საიდღაც გაჩენილი “ბორჯომის” ბოთლის შიგთავსს როგორ დავლევდი, მით უმეტეს, რომ “ბორჯომი” მაინც ხაზარაძესთან ასოცირდება, მე კი არც ერთი მიყვარს და არც მეორე მეხატება გულზე. რა ვიცი, რას შემომატყუებდა სოროსივით.
_ რამ შეგაშინა, პუტინი კი არ ვარ, _ ღრჯოლების გამოჩენას მოერიდა და მოკრძალებულად გაიღიმა თავისივე ნათქვამზე.
_ იყავი, თუ გინდა, პუტინის კი არა, შენი ლუცის არ მეშინია, _ ავუქნიე ხელი.
თუ არ გეშინია, აბა, შეაგინე პუტინსო, მითხრა და რო წამოვარტყი თავში მოულოდნელი შალაბანი, ხალხის რეაქციით მივხვდი, რომ რაღაც არაბუნებრივი მოხდა _ ყველა მე მომჩერებოდა. რა გამოვიდა, ჩემთვის ვლაპარაკობდი და ბოლოს ჰაერში შალაბანი მოვხაზე?
ღმერთო, ნუ გამაგიჟებ!
წავალ, საქართველოში გაზრდილი ერთი რუსი ჯილა ბიჭი მეგულება ოღრიაანთუბანში და ყველა სხვა ეროვნების ტურისტი ერთად უნდა დავაჭიდო, ნეტავ, თუ მოერევიან, მათი ძიძგილაობის ყურებით მაინც გავერთობი…
ზურა ოშხერელი