საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

რომ ყვირიან ხელისუფლება უნდა დავამხოთო – რატომ არ იჭერთ? – საერთო მედია
მაისი 8, 2024

რომ ყვირიან ხელისუფლება უნდა დავამხოთო – რატომ არ იჭერთ?

 

გვესაუბრება მწერალი,
აკადემიკოსი
ელიზბარ ჯაველიძე:

_ ბატონო ელიზბარ, ზურაბიშვილმა გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება ევროპული საქციელია, თუ რატომ მოიქცა ქვეყნის მთავარსარდალი ასე?
_ თუ ნებას მომცემთ, სანამ უშუალოდ კითხვაზე გიპასუხებთ, მიმდინარე მოვლენებს შევეხები. დღეს ქართულ სახელმწიფოს ოპოზიცია არ ჰყავს. საქართველო ორად იყოფა _ იმ ადამიანებად, რომელთაც სამშობლო უყვართ და მის გადარჩენას, თვითმყოფადობის შენარჩუნებას ცდილობენ და ადამიანებად, რომლებიც ქვეყნის გამოკვეთილი მტრები არიან და ქართული კულტურის, ცნობიერების მოსპობისთვის ყველაფერს კადრულობენ. მავანი დემოკრატიაზე გვესაუბრება. ამ სიტყვამ ფასი დაკარგა და ახლა სიყალბესთან, სიცრუესთან ასოცირდება. სააკაშვილი რომ “დემოკრატიის შუქურის” მანტიით იქნება მოსილი, რაზე უნდა ილაპარაკო.
ქვეყნის მტრებთან ბრძოლის გამოცდილება ნამდვილად მაქვს, მაგრამ ნაცების პირსისხლიანი რეჟიმის მოშორება ვერაფრით შევძელით, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ შემოვიდა პოლიტიკაში. დიდი მადლობა მას, რომ შეძლო, ქართველი ერი ნაცების მარწუხებისგან ეხსნა. ეს დიდი გამარჯვება იყო. არადა, სააკაშვილს სურდა, ხელისუფლებაში 2030 წლამდე ებოგინა. “ნაცმოძრაობა” მმართველ ძალად რომ დარჩენილიყო, დღეს საქართველო და ქართველი კაცი აღარ იარსებებდა. ივანიშვილმა ხალხი ამ ბნელი ძალისგან, რომელიც მაშინვე “სოროსის” სოროში შეძვრა და თავის გამოყოფას ვეღარ ბედავდა, გაათავისუფლა, მაგრამ ამ დროს თავს კოაბიტაცია მოგვახვიეს. ნაცების თავის წამოწევის საბაბი სწორედ კოაბიტაცია გახდა. მკვლელებთან თანაცხოვრება სად გაგონილა?! პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, უსუფაშვილი აცხადებდა, ჩვენი უმთავრესი მიზანი ნაცების გადარჩენააო. საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს ამ ნაძირალა ნაცებისგან გვიწევს თავის გადარჩენა.
მთელი უბედურება, იცით, რა არის? გავიძახით, ამერიკა ჩვენი მეგობარიაო. წლების წინ წიგნი დავწერე: “ვახ-მე, ჩემო მამულო!”, სადაც აშშ-ის “სიკეთეებზე” ვისაუბრე. რაში დაგვეხმარა ამერიკა? _ გიგაურს და მისთანებს არასამთავრობოები რომ დაუფინანსა, რითაც ამ უკანასკნელებმა საკუთარი კეთილდღეობა უზრუნველყვეს?! ხალხს რა სიკეთე მოუტანეს ენჯეოებმა? მიტინგებზე გამოდიან და ხელისუფლების დამხობისკენ მოგვიწოდებენ. გარდა ამისა, აქტიურად ასპარეზობენ “კმარას” მსგავსი ორგანიზაციები: “ჯიუტი”, “ტალღა”, “სირცხვილია”. მართლა სირცხვილია, რომ დონორებისგან დაფინანსებული ქვეყნის მტრები, როგორც ქვეწარმავლები, აქეთ-იქით დასისინებენ, რათა როგორმე სამშობლოს საძირკველი გამოაცალონ.
დასავლეთი თითს გვიქნევს, გამჭირვალობაზე ფიქრს თავი დაანებეთო. კრამონი გვემუქრება, კანონის მიღების შემთხვევაში, ევროპული პერსპექტივა აღარ იარსებებსო. წლებია, მსგავსი კანონები მოქმედებს როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში, ისრაელში. ქართველი ხალხი ერთადერთ რამეს ვითხოვთ, გაგვაგებინონ, რას ხმარდება ეს ფული. ეკა გიგაურს თვეში 15 მილიონი ერიცხება მაშინ, როცა მეცნიერებათა აკადემიისთვის წელიწადში მხოლოდ 5 მილიონია გამოყოფილი. მილიონები საკუთარი ქვეყნის დასაქცევად ერიცხებათ, მაგრამ ეს არ ადარდებთ. ამოიჩემეს, “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონი რუსულიაო. ვაი, მათ პატრონს.
დავიმახსოვროთ, მტერი, რომელსაც ჩვენი სულიერი განადგურება სურს, ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მტერი, რომელსაც ჩვენი ფიზიკური განადგურება უნდა! ჩვენი ე. წ. მეგობარი ამერიკა, თურმე, დემოკრატიას გვასწავლის. თავად ამერიკაში არის დემოკრატია?! მორფინისტი ფლოიდი სადაც დაკრძალეს, ის ტერიტორია ახლაც შემოღობილია. იცით, რამ გამაღიზიანა? _ ე. წ. თეთრკანიანები დასაფლავებაზე ზანგებს ფეხებზე კოცნიდნენ. ეს არის დემოკრატია? ასეთი დემოკრატიის დამყარება სურთ აქაც?! მას მერე, რაც ქართულმა სახელმწიფომ მკაფიოდ განაცხადა, ქართველი ერის ინტერესებს დავიცავთო, შემოგვიტიეს, ამ კანონის მიღება არ გაბედოთო. ვინ ეკითხება მათ დამოუკიდებელი ქვეყნის საქმეში ჩარევას?!
ზოგ-ზოგიერთები რომ აცხადებდნენ, თუ საჭირო გახდა, ევროპაში ცალ ფეხზე მდგომნი უნდა შევიდეთო, თუ იაზრებენ, რომ დღეს ევროპამ თავისი ფასეულობები დაკარგა. მთელი კულტურა, ფილოსოფია გაქრა, რაზეც წიგნები დაიწერა: “ევროპის დაცემა”, “ევროპის სიკვდილი”. სად შევდივართ? _ სადაც ტრანსგენდერებისა და “პედარასტების”, არაადამიანური ცხოვრების წესის ქადაგება მიდის და მექრთამეობა ზენიტშია! ნერვები იცით, რაზე მეშლება _ ნაცები და მათი პატრონები კი ვიცით, რა ნაძირლებიც არიან, მაგრამ ეს ახალგაზრდები როგორ ჩაითრიეს ამ სიბინძურეში.
ეს ბავშვები, ვინც დღეს მოლოტოვის კოქტეილების სროლაზე არიან გამეცადინებული და ამის ტრენინგებს სიამოვნებით ესწრებიან, სწავლაზე არ ფიქრობენ. ასეთი სტუდენტები, წესით, სასწავლებლებიდან უნდა გაირიცხონ. მაგრამ არ რიცხავენ, რადგან ისინი ფულის წყარო არიან. შედეგად, სტუდენტები სასწავლებლებს უწიგნურები ტოვებენ.
ახლა ტელევიზორს ვუსმენდი, სტუდენტები აქციისთვის ემზადებიანო. პატარა გოგო გამოვიდა, მარშით გავეშურებით რუსთაველის მოედნისკენო. აქციისთვის კი არა, სჯობს, სწავლისთვის ემზადონ.
შარშან ხელისუფლებამ უკან დაიხია, მაგრამ დღესაც იგივე თუ განმეორდა, ეს ჩვენს წაგებას ნიშნავს. შედეგად მოვლენ ეს ნაძირლები, რომლებიც სულ რამდენიმე თვეში საქართველოს გაანადგურებენ. დააკვირდით, რა ხდება ამერიკაში, პრეზიდენტი აცხადებს, ტრანსგენდერები ამერიკის სული არიანო. კანადაში 30 მილიონი კაცი ცხოვრობს და ტრანსგენდერობის წინააღმდეგი სულ რაღაც 800 ათასი კაცია.
ამ ოპოზიციონერ ქალებზეც მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა. ესენი ქალები არიან?! ტოლსტოის აქვს ნათქვამი: არაქრისტიან ქალებს თავისუფლებას რომ მიანიჭებ, ცხოველებად იქცევიანო. ესენი რა, განა ქრისტიანები არიან, ღმერთი სწამთ?! ვიღაც უწიგნური, დაუბანელი ქალი გამოდის და პატრიარქს აგინებს. სამადოვის ქცევები რას ჰგავს?! ახლა ერთი ამბავი ატეხეს, გენდერული კვოტირების კანონი რატომ გაუქმდაო. ქალების მიმართ დისკრიმინაციული განცხადებები კეთდებაო. დისკრიმინაცია მათი პარლამენტში ყოფნაა.
_ “მედიის განვითარების ფონდმა” ისიც აღნიშნა, პრეზიდენტზე თავდასხმები ხორციელდებაო.
_ შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ბოლო სამი პრეზიდენტი, არ ვიცი, რას შევადარო. სააკაშვილზე ბევრს არ შევჩერდები, იგი ჩემს ერთ-ერთ წიგნში კალიგულად მყავს მოხსენიებული. მერე ნაძირალა მარგველაშვილი ავირჩიეთ, რომელმაც დაწერა ნაშრომი: “ნიჩურტა, მე ქართველი ვარ”, სადაც ქართველი ერი ავადმყოფად გამოიყვანა, რომლის განკურნებაც თურმე, შეუძლებელია. იგი თავისი მდიდარი სექსუალური ცხოვრებითაც ამაყობდა.
მერე პრეზიდენტად ზურაბიშვილი მოგვევლინა. მაშინ ვწერდი, რომ ამ ზნეობრივად გახრწნილი დედაკაცის არჩევა არ შეიძლებოდა. მას გონება საერთოდ არ უჭრის, სულელი, უტყვი, ანუ პირუტყვია. მის ზნეობრივ ცხოვრებაზე ლეგენდები დადის. მას ქართველობა არ სჭირდება, შვილის ნათლიას ცოლად გაჰყვა. დღეს ეს ნაძირალა ბედავს და სახელმწიფოს ებრძვის. ასეთი რამ არსად მომხდარა _ ქვეყნის პრეზიდენტი თავის ხელისუფლებას, ხალხს ებრძოდეს. იგი საქართველოს გამოკვეთილი მტერია. აბა, სხვა რა ვუწოდო მის ქცევას, როცა ნაძირალა, რომელმაც მამა უკანალში დაჭრა და პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა, ისინი მოსაკლავად გაიმეტა, პოლიციის მანქანა გადაწვა, 9-წლიანი სასჯელის მისჯიდან მეორე დღესვე შეიწყალა. რადგან ზურაბიშვილს ხელისუფლება ვერ სჯის, ამიტომ ხალხი უნდა მივიდეს და რეზიდენციიდან პანჩურის კვრით გამოაგდოს. რა უნდა, მაგას საქართველოში?
თუ სახელმწიფოს პრობლემების მოგვარება არ შეუძლია, ეს ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. აგერ, ნოდარ მელაძე გამოდის და ღარიბაშვილს ათას სიბინძურეს უგონებს. ასეთი ხალხი უნდა დაისაჯოს, ცილისწამებისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს. ეს არ არის დემოკრატია. დემოკრატიულ ქვეყანაში სიმართლე იმარჯვებს. მიშა ოროთახიან ლუქსში რომ წამოჭიმეს, დაგვავიწყდა, მისი რეჟიმი რეებს სჩადიოდა?! პატიმრებს მიცვალებულთან აბამდნენ. კაცებს მაგიდაზე აბამდნენ და ისე აუპატიურებდნენ. კოჭლ კაცს, რომ ვერ შეძლო, ვიაგრა დაალევინეს, შემდეგ მეუღლის და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გააუპატიურებინეს ადამიანი. ესენი გველაპარაკებიან ზნეობაზე და ევროპელობაზე?! სააკაშვილი, გვარამია, ადეიშვილი, კეზერაშვილი არიან ევროპელები, ეს ხალხის გამაუპატიურებლები?!
შოლცმა გვითხრა, არ გჭირდებათ გამჭირვალობის კანონიო. ვითომ რატომ, პატარა ერი რომ ვართ, იმიტომ გვჩაგრავენ?! უდიდესი ერები გადაგვარდნენ. ჩვენ ქვეყნის სიყვარულმა, მამულის რწმენამ გადაგვარჩინა. ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. საკუთარ თავს თუ თავად არ მივხედეთ, ჩვენი გადამრჩენი არავინაა _ არც ამერიკა, არც რუსეთი, არც ევროპა. მათ სურთ, კატოკივით გადაგვიარონ. ბაიდენმა თქვა, უკრაინაში ომი უნდა დავასრულოთ და ამიერკავკასიას მივხედოთ, საქართველომ ომი უნდა დაიწყოსო. აი, ეს უნდათ _ საქართველოს ფიზიკურად განადგურება.
აქვე, ერთი შეკითხვა არ მასვენებს, შევარდნაძის დროს არჩევნები რომ გაგვიყალბეს, ჟურნალისტებთან ვთქვი, თუ ოპოზიცია გავერთიანდებით, ხელისუფლებას ტაშ-ფანდურით გავუშვებთ-მეთქი. მეორე დღეს შევარდნაძემ პრესის წარმომადგენელს ინტერვიუში უთხრა, ხელისუფლების დამხობის მოწოდება ისმისო. ჰოდა, სახლში დამადგნენ და მაშინვე დამიჭირეს. ეს ოპოზიცია პირდაპირ მიტინგებზე, ასევე ტელეეკრანებიდან გაჰყვირის, ხელისუფლება უნდა დავამხოთო და მათ რატომ არ იჭერენ?!
_ როგორ ფიქრობთ, 7-8 მარტის აქციის ყველა დამნაშავე რომ დასჯილიყო, ზურაბიშვილი მაინც გაბედავდა გრიგორიადისის შეწყალებას?
_ რა თქმა უნდა, ვეღარ გაბედავდა. მეც სწორედ მაგას ვამბობ: პოლიციელიების დაწვის მცდელობა იქნება, თუ ხელისუფლების დამხობის მოწოდება, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ნეტავ, არ რცხვენია ზურაბიშვილს, მთავარსარდლად რომ მოაქვს თავი. მე ვიცი, მაგას ვისი მთავარსარდლობაც მოუხდება _ ბოზების ჯარი უნდა შექმნას და მათ უმთავარსარდლოს. იგი ყველაფრის მკადრებელია. გრიგორიადისი შეგნებულად გაათავისუფლა _ სხვები წააქეზა, ესროლეთ, მოკალით ჩვენი პოლიციელებიო. შარშან ამერიკიდანაც იგივე მოწოდებებს არ აჟღერებდა?! ერთი მითხარით, ამერიკაში პოლიციელზე ხელის აწევას რომ გაბედავს, ასეთ ხალხს რას უშვებიან?! აქ მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ და ვითომც არაფერი. ესენი ყველანი დასაჭერები არიან. თუ მათი დაჭერა არ უნდათ, საქართველოში ცხოვრება აუკრძალონ, აქედან განდევნონ.
ნაძირალა ოპოზიციას, უცხოური დაფინანსებით რომ გაგულისებულა, თუ სახელმწიფო ვერ ერევა, ქართველი ხალხი მიხედავს. ისინი თუ ოთხი ათასი იქნებიან, ჩვენ ოთხასი ათასი ვიქნებით და მაგათ სუყველას გადავთელავთ. აი, ეს არის მთავარი.

თამარ შველიძე