საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ქართველ ხალხს სურს ქართული სახელმწიფო და არა ევროპის რომელიმე ქვეყნის რაღაც ფილიალი – საერთო მედია
მაისი 19, 2024

ქართველ ხალხს სურს ქართული სახელმწიფო და არა ევროპის რომელიმე ქვეყნის რაღაც ფილიალი

 

რომელ წელსა და თვეს ჩავწერე ეს ინტერვიუ ბატონ ვახტანგ ხარჩილავასთან, რომელიც მიზეზთა გამო არ დაიბეჭდა, არ ვიცი, მაგრამ ახლა რომ გადავიკითხე, მეგონა, დღევანდელ დღეზე საუბრობდა…

_ ბატონო ვახტანგ, როგორც იტყვიან ხოლმე, ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე მინდა გკითხოთ, თუმცა, საუბარს მედიაექსპერტობითა და მედია-სტანდარტებით დავიწყებ _ რაზეა საუბარი, ვინ არიან?
_ ეს არის წმინდაწყლის ცენზურა. ადამიანი, რომელიც ძალიან ლიბერალური ფასეულობებისა და დემოკრატიის დარაჯად წარმოგვიდგენს თავს, სინამდვილეში, ჩვეულებრივი ცენზორია, რომელსაც, თუ რაიმე არ მოეწონება, მზად არის, საზოგადოებას მოუწოდოს, ამ გამოცემას რამე უნდა მოვუხერხოთო. ისინი, ვინც ვითომდა საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, მენტალობით ბოლშევიკურ-კომუნისტური აზროვნების გამგრძელებლები არიან. მათი აგრესიული ტონი განსხვავებული აზრისა და განსხვავებული პოზიციის მიმართ, სწორედ ბოლშევიკური მენტალიტეტია.
ასე უქვემდებარებდნენ კომუნისტები სტანდარტებს, ანუ წინასწარ გამოჭრილ ჩარჩოს და საზოგადოებას აიძულებდნენ, უარი ეთქვათ განსხვავებულ მოსაზრებაზე, _ ამ შემთხვევაში მიდგომა ერთნაირია. ვისი სახელით გაკეთდება ეს, დემოკრატიის დაცვის საბაბით, ლიბერალური ფასეულობების თუ კომუნისტური იდეოლოგიის დაცვის სახელით, სულ ერთია, მიდგომა ერთი და იგივეა.
სამწუხაროდ, არა მხოლოდ დღეს, გუშინაც და გუშინწინაც, საკმაოდ დიდი დროა, რაც მთელ საქართველოში ერთი და იგივე რაღაც ჯგუფი ცდილობს, დაიმკვიდროს და მოირგოს საზოგადოებრივი აზრის წარმმართველის როლი და დამრიგებლური ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს.
მე არ ვიცი, ვინ მიანიჭა მათ ეს სტატუსი, რომ ისინი ყველაფრის ექსპერტები, ყველაფრის მცოდნე გურუები არიან; მე არ ვიცი, საიდან აქვთ ასეთი წარმოდგენა საკუთარ თავზე, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეს ადამიანები არ ემსახურებიან ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. თითქოსდა “წარმოუდგენელ მკრეხელობას” ვამბობ, როგორ შეიძლება, ვთქვათ, “ჟურნალისტიკის მეტრები” არ ემსახურებოდნენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს? _ დიახ, ეს ადამიანები არ ემსახურებიან ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, პირიქით, ისინი შეფარულად და შელამაზებულად ანგრევენ იმ საძირკველს, რაზეც სახელმწიფო უნდა იდგეს.
ბევრჯერ მითქვამს, სახელმწიფო არ არის სუპერმარკეტი, სახელმწიფო არის ეროვნულ ფასეულობათა საერთო შენობა, აი, სწორედ ამას ანგრევენ ესენი. ეს კეთდება მაღალი იდეალების სახელით, მაგრამ სინამდვილეში, ისეა, როგორც მოგახსენეთ. სულ ცოტა, თხუთმეტი წელი მაინც არის, რაც ვიღაც-ვიღაცები ქართული ტელევიზიების ეკრანებიდან არ ჩამოდიან და ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციის როლში გვევლინებიან…
მე, პირადად, დავიღალე ამ კოლექტიური ბოლშევიკებით _ ჩართავ ტელევიზორს _ ისინი არიან, გადართავ _ იქაც, გადმორთავ _ კვლავ ისინი ლაქლაქებენ, გაზეთს გადაშლი _ იქაც ისინი!
მათ ყველაფერი იციან! ჟურნალისტიკა ხომ იციან და იციან, ასევე ზედმიწევნით იციან, რა ხდება შინაურ პოლიტიკაში, რა ხდება საგარეო პოლიტიკაში და ა. შ. სინამდვილეში, მათ ბევრი რამ არ იციან, მაგრამ ძალიან კარგად ასრულებენ იმ დავალებებს, რისთვისაც, რამდენადაც მე ვიცი, ძალიან კარგ ანაზღაურებას იღებენ არა საქართველოში, არამედ სხვა წყაროებიდან. ეს ის გრანტიჭამიები არ არიან, რომლებიც ქართულ პოლიტიკას აედევნნენ უკვე 15-20 წელია.
ჩემდა გასაკვირად და გასაოცრად, 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს ადამიანები უფრო გააქტიურდნენ, წინა პლანზე წამოიწიეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პატარა ჟურნალისტური მაფიის მსგავსი რამ შეიქმნა და ერთმანეთს დააპორწიალებენ წინ და უკან _ ასეთი რამ შეიძლება? რაც 1-ელ ოქტომბერს მოხდა, ამისთვის არ მომხდარა!
ყველამ კარგად დაიმახსოვროს! ქართველ ხალხს არ ჰქონდა შეკვეთა, “ნაციონალური მოძრაობა” გავუშვათ ხელისუფლებიდან და ვინც ისინი მოიყვანა, დაამკვიდრა და იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნა, ის ხალხი დავტოვოთ, ისევ ვუყუროთ და ვუსმინოთ 15 წელი მათ მიერ გამოთქმულ ერის შეურაცხმყოფელ შეფასებებს და საუბრებსო.
თუ ეს ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია და რომლის გამოც ბოლო ცხრა წელია, იბრძვის ქართველი ხალხი, ვინმეს არ მოსწონს, არავინ აიძულებს საქართველოში ცხოვრებას, წაბრძანდეს იქ, სადაც მისი შესაფერისი ქვეყანა ეგულება. მათ ჭკუაზე და თარგზე ვეღარ გადავკეთდებით ჩვენ, ქართველები!
მათ ჩვენი მენტალიტეტის შეცვლა უნდათ. წინა ხელისუფლება იმაში არწმუნებდა მთელ მსოფლიოს, რომ ქართველები, ველური, ჩამორჩენილი ხალხია, რომელსაც აღზრდისთვის როზგი სჭირდება; ხალხი, რომელიც ციხეებში უნდა ჩაყარო; ხალხი, რომელსაც არ ესმის, რა არის დემოკრატია… ახლა აღმოჩნდა, რომ არ ვყოფილვართ ჩამორჩენილები. ვიღაცებს ვიღაცებში ვეშლებოდით სწორედ იმიტომ, რომ ეს “პატივცემულები”, წინა ხელისუფლება და მისი იდეოლოგები ამკვიდრებდნენ და ამკვიდრებენ ამ აზრს და ერის აღზრდაში ჰონორარებს იღებენ. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია რომ არის აღმოცენებული ქართველი ერის “გასანათლებლად”, როგორ გგონიათ, ვის მიერ არის დაფინანსებული, ჰონორარებს მე და თქვენ ვუხდით? ყველა დარგში პატარ-პატარა მაფიოზური კლანებია შექმნილი და იმიტომაც ჩანან მუდმივად ესენი, რომ უცხოს არ უშვებენ. მე ძალიან მინდა, ქართველმა ხალხმა მიაქციოს ყურადღება ამას, ვიდრეს ახალი მძიმე შედეგები მოჰყოლია…
როგორც ჩანს, არ არის ბოლომდე გააზრებული ის, რომ საქართველოს მოსახლეობას არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემები გვაწუხებს, არამედ ისიც, რომ გვინდა, შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნულობა, ჩვენი ქართველობა. ვიღაცებისთვის ეს “გოიმობაა”, “ჩლუნგობაა”. ჩლუნგობაა როცა საფრანგეთი, ნორვეგია, გერმანია თუ ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს, დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები?! როდესაც ეს შეილახა, როდესაც ამის დაკარგვის საშიშროება გაჩნდა, მაშინ დადგა ქართველი ხალხი ფეხზე…
რაღა შორს მივდივართ, 1-ელი ოქტომბრის შემოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, პოლიტიკაში იმისთვის მოვედი, რომ ვხედავდი, სამშობლო მეკარგებოდაო. სამშობლოს დაკარგვაში იგულისხმებოდა ისიც, რომ ვიღაც გეუბნება, ქართული ეკლესია საფრთხის შემცველიაო. ეს შეფარული ბოლშევიკი “ყოვლისმცოდნეები” გვართმევენ სამშობლოს, ეს პატარ-პატარა შენიღბული შინაური დამპყრობლები. მართლმადიდებლურ ქვეყანაში როგორ მიბედავ და მეუბნები, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ხიფათის შემცველია!
_ პროდასავლური ლიბერალური ფასეულობები ასე მოითხოვსო…
_ არავითარი პროდასავლური ფასეულობები ეს არ არის, დამიჯერეთ! ტყუილია, რომ რომელიმე ნაციონალურ არხზე ვინმემ გაბედოს და ჰომოსექსუალიზმის ან ლესბოსელობის პროპაგანდა გასწიოს. ესენი ვის ატყუებენ, ეს ტაკიმასხარები, რა შუაშია პროდასავლური და დასავლური ღირებულებები საერთოდ! მე არ მინახავს, ქართველი კაცი ვინმეს გაჰკიდებოდეს. თუ აქეთ ძალით არ აჩრიან თავიანთ სექსუალურ მოტივებს, ვინ ვის მიუვარდა – ამ კონფლიქტს ხელოვნურად ქმნიან. სექსუალურ უმცირესობებს არავისგან არ სჭირდება დაცვა.
ჩვენს “სათაყვანებელ” ამერიკაში მოხდა, თუ არ მეშლება, კალიფორნიის შტატში, ხალხმა ხეზე რომ ჩამოჰკიდა საწყალი გეი, რომელიც თავის აგრესიას ახვევდა საზოგადოებას და არა საქართველოში, _ ღმერთმა დაგვიფაროს!.. თუ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის დაუშვებლობაზე და მათი უფლებების შელახვაზეა საუბარი, ეს არის უმრავლესობის უფლებების შელახვაც, აქედან გამომდინარე, ეს ფსევდოლიბერალობა, ფსევდოდემოკრატობა არ არის იმ რეალობის ამსახველი, რომელიც დღეს შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში იყოს. ისინი ხელოვნურად ქმნიან კონფლიქტურ სიტუაციებს, აშკარად სურთ, რომ ვიღაცამ გალახოს ესენი. მსგავსი პროვოკაცია მოხდა ჩემთვის ძალიან არასაპატივცემულო ტელეკომპანია “კავკასიაშიც”, როდესაც რვა ახალგაზრდა კაცი დაიჭირეს ღია ეთერში. რა დააშავეს მათ? ისინი გამოესარჩლნენ მართლმადიდებლობას, სხვა დანაშაული არ ჰქონდათ. როგორ, მართლმადიდებლობის გამოსარჩლება დანაშაულია და მისი ხელყოფა დანაშაული არ არის?
_ ბატონო ვახტანგ, ეჭვი არ გაგიჩნდათ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაზე მორიგი გალაშქრება იგეგმება?
_ სწორედ ამას უკავშირდებოდა, ტელეკომპანია “საქართველო” რომ იყიდა ჩერგოლეიშვილის ქალმა. გაამჟღავნა, წამოსცდა ნინია კაკაბაძეს, ეკლესია ხელისშემშლელ ფაქტორად იქცაო. თუმცა, რატომ იქცა, ეს აღარ უთქვამს. იმიტომ, რომ, მიუხედავად ეკლესიის წიაღში მყოფი ცალკეული უღირსი სასულიერო პირისა, ეკლესია ხალხის მხარეს აღმოჩნდა და ახლა მისი ავტორიტეტი უნდა დაეცეს. საქართველოს მოსახლეობის 80%-ია მართლმადიდებელი მრევლიო, მწუხარებით თქვა ნინია კაკაბაძემ და ახლა ამ ფორპოსტის მოსაშლელად ემზადებიან ესენი. ვინ იქნება ამაში ჩართული? _ ისევ იგივენი.
ეს ე. წ. პროდასავლელი ლიბერალები რას ამბობენ ფარისევლურად, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რომ წასულ ხელისუფლებას უჭერენ მხარს და რევანშისტულ განწყობებს იზიარებენ
ფაქტობრივად, პროპაგანდის მთელი სისტემაა შექმნილი, ქსელი, სადაც მაფიურ-კლანური სექტის წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული ყველა ნიშა, ისინი აკონტროლებენ დღეს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ყველა ბერკეტს.
ჩემთვის ფრიად სამწუხაროა, რომ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ეს ადამიანები ისევ მოწინვე პოზიციებზე დგანან და ახლა უკვე “ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცებად მოაქვთ თავი _ გადახედეთ ტელევიზიის მუშაკებს. მე შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ თითოეული მათგანი შინაგანად არის მტერი “ქართული ოცნებისა”, მისი ლიდერისაც და იმ იდეებისაც, რასაც “ქართული ოცნება” ამკვიდრებს. ისინი მტრები არიან, რომლებიც შიგნით შევიდნენ და გეგმავენ, შიგნიდან გატეხონ ციხე.
მიმდინარე მოვლენებს რომ ვუყურებ, ერთი რამ მინდა ძალიან ხმამაღლა ვთქვა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ერთმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა. ეს გამარჯვება არანაირად არ არის იმ პოლიტიკოსების დამსახურება, რომლებიც დღეს რაღაც ყინჩად იყურებიან _ მათი, ასე ვთვათ, მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლია.
ამ ერთ კაცს გამოუცხადა საქართველოს მოსახლეობამ მხარდაჭერა და ეს კარგად დაიმახსოვრონ!..
ვისაც უნდა, ნაძლევს დავუდებ _ 1992 წლიდან მოყოლებული, კადრები რომ დავდოთ და თვალი გავაყოლოთ, ვინ იდგა ამა თუ იმ გამარჯვებული ძალის გვერდით, თითქმის ერთსა და იმავე სახეებს ვნახავთ 1995-ში, 2000-ში, 2003-ში და 2012-შიც _ ამას მედროვეობა ჰქვია, სხვა არაფერი. როგორ იდექი იმის გვერდზე, რომელიც დღეს არის მიუღებელი, იმის გვერდზეც, რომელიც ათი წლის წინათ იყო მიუღებელი, ახლა აქ როგორღა დგახარ დღეს!
აი, ამ მედროვეებისა და ფარისევლების ჯოგს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ამ ცუდად ნაცნობ სახეებს ვუთხრათ “კარგი, რა, გეყოფათ, სირცხვილიც კარგი საქონელია!”
მე მინდა, რომ საზოგადოებაც გავაფრთხილო, “ქართული ოცნებაც” და ის მომავალი პარლამენტიც, რომელიც მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს: თქვენ რომ დღეს ძველი პარლამენტის შემადგენლობის პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, რომლებმაც უგულებელყვეს ქართველი ხალხის მოთხოვნები და მხარი დაუჭირეს ისეთ კანონებს, დადგენილებებსა და მამაძაღლობებს, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული, თუ თქვენც ასეთ კანდიდატურებს დაუჭერთ მხარს, თქვენი პასუხისმგებლობის საკითხიც აუცილებლად დადგება!
“ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა ერთი საგულისხმო ნიშანი, ერთიანები იყვნენ ცუდი საქმის კეთებაშიც, შეკრული გუნდი იყო. ამ ახალ სახელისუფლებო გუნდში პატარ-პატარა გუნდებს ვამჩნევ, პატარ-პატარა კლანებს, ასე ვთქვათ, მცირე ავტონომიებს _ ყველა თავის ხალხს იკრებს და ამით ცდილობს პოზიციის განმტკიცებას. ეს არის ძალიან ცუდი რამ, რამაც, შეიძლება, მომავალში დიდ შინაურ განხეთქილებას დაუდოს საფუძველი.
_ რამდენიმე არასწორი ნაბიჯიც და იმავე საქართველოს მივიღებთ, როგორიც 2000-2003 წლებში იყო, ანუ იმ სიტუაციას, რაც “ვარდების რევოლუციის” საფუძველი გახდა…
_ არ არის გამორიცხული, ასეც მოხდეს. ეს საუბარი ხომ იმას მოჰყვა, რაც საერთო სურათის შემადგენელი ნაწილია…
1-ელ ოქტომბერს ჩვენ უარი ვთქვით ძველ ხელისუფლებაზე, მაგრამ რატომ ვთქვით, ეს ბოლომდე არ არის გაანალიზებული და არც დასკვნა გაკეთებულა…
ისევ გრძელდება ე. წ. ძველი ლიბერასტულილი სიმღერების ახლებურად შეფუთვა. ეს ანალიზი რომ გაკეთდეს, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ქართველ ხალხს სურს, რომ ქართული სახელმწიფო ჰქონდეს. არა, ვთქვათ, ევროპის რომელიმე ქვეყნის რაღაც ფილიალი, არამედ ქართული სახელმწიფო თავისთავადი, ეროვნული და კულტურული ტრადიციებით. კი, ბატონი ივანიშვილის გამოსვლებში არის ფრაგმენტულად ამის შესახებ საუბარი, მაგრამ კონცეფცია, როგორ უნდა აშენდეს ქართული სახელმწიფო, ჯერ არ არის. ქართული სახელმწიფო ქართულ მენტალიტეტზე უნდა აიგოს, ანუ შეუსაბამობაა იმ ადამიანებისა და ბატონი ივანიშვილის პოზიციას შორის, რომელიც ამბობს, რომ ბავშვი დედამ უნდა აღზარდოს, რადგან, ამათ უნდათ, რომ ბავშვი დედამ კი არა, დედინაცვალმა აღზარდოს.
მე ვფიქრობ, თითოეული ქართველის მოვალეობაა, რომ დღეს ვიყოთ აქტიურები, ძალიან მართალი, ძალიან გულწრფელი და ძალიან ფხიზლები იმ მოვლენების მიმართ, რაც საქართველოში ხდება, თორემ, თუ მხოლოდ გარედან სეირის მაყურებლის როლში ვიქნებით, ადვილი შესაძლებელია, ძალიან ცუდად შემოგვიტრიალდეს ყველაფერი.
საქართველოში დიდი ხანია, შეინიშნება გლობალისტური იდეოლოგიის დესანტის აქტიური მოქმედება ყველა მიმართულებით. მწერლობაში ვითომ მწერლები და ვითომ პოეტები რომ არიან ვიღაცები, მათი “შემოქმედების” აქტიური რეკლამირება და პროპაგანდა მიმდინარეობს, თორემ, ზაზა ბურჭულაძე ვინ იყო, რომ ვინმეს გახსენებოდა?
გარედან მართულმა ძალამ იცის, რომ ესენი ძალიან საჭირო ვიღაცები არიან იმისათვის, რომ მენტალური რევოლუცია მოახდინონ, ფსიქიკა შეურყიონ ერს, გაათახსირონ და ამისათვის, აი, ასეთი მწერლობა უნდა მიაწოდონ; აი, ასეთი ვიღაცები უნდა აჩვენონ ტელევიზიებით ყოველ მეორე დღეს; აი, ასეთი ხალხი უნდა წარმოაჩინონ წარმატებულ ადამიანებად, ანუ, უნდა აჩვენონ ახალგაზრდობას, რომ თუ წარმატების მიღწევა უნდათ, აი, ასეთები უნდა იყვნენ. მერე გამოხტება ნინია კაკაბაძე და ვიღაცა რაღაცას რომ იტყვის, “ჩვენი უბირი საზოგადოების ბრალია ეს. დედაზე რომ ლაპარაკობს ბურჭულაძე, თვითონ კი არ ამბობს, მისი პერსონაჟი ამბობსო…”
ესენი მწერლები არ არიან, ეს არის მწერლობის დისკრედიტაცია. თუ ვიღაც ავად არის და რაღაც მანიაკალური იდეები აქვს, კი, ბატონო, მაგრამ ჩვენ რატომ ვუწევთ ამას პროპაგანდას და ამის წინააღმდეგ ვინც ხმას ამოიღებს, რატომ ვუწოდებთ ბნელს, – ბნელეთის მოციქულია ის, ვინც ამგვარ პოზიციას იჭერს და ლამაზი ფრაზებით ლაპარაკობს.
მართლა ვიღაც-ვიღაცებივით გონებაჩლუნგი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე და ვერ დაინახო ის შემაძრწუნებელი გეგმა ამ ქვეყნის აოხრებისა, რომელსაც ძალიან თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ახორციელებდა წინა ხელისუფლება, როგორც მენტალურად, ასევე ეკონომიკურად.
ამასვე ემსახურებოდა ამდენი უსამართლოდ დაკავებული ადამიანი, პრობაციონერი;
ამასვე ემსახურებოდა ადამიანის ინტელექტუალური დონის განსასაზღვრად უნარ-ჩვევების აღიარება;
ამასვე ემსახურებოდა ის შემაძრწუნებელი და გამაოგნებელი სიტუაცია, რაც სუფევდა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, რომელიც “სიკვდილის რეფორმა” იყო და ასე შემდეგ, რომელი ერთი ჩამოვთვალო _ არ დარჩენილა სფერო, რომელსაც ნგრევის, განადგურების, გაჩანაგების კვალი არ ემჩნეოდეს. იმის ნაცვლად, რომ ეს ე. წ. ექსპერტები ამაზე საუბრობდნენ, იმას არკვევენ, როგორ ამოძირკვონ ყველაფერი ქართული, უპირველესად კი _ ქართული ენა!
რას უკრძალავენ საქართველოსა და ქართველებს, ქვეყნის და საკუთარი თავის დაცვას? ეს არის ამათი ექსპერტობა? შემირცხვენია ასეთი ექსპერტობა და ასეთი ექსპერტები!
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ იყვნენ ფხიზლად! მართლა სატანის მოციქულები, რომლებიც ჩვენს ქვეყნას ანგრევდნენ, არსად წასულან და იგივეს გაგრძელებას აპირებენ!

მაია ჭელიძე