საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

როდის მერე გიტყდებათ ნაცობა,ნაცებო?! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

როდის მერე გიტყდებათ ნაცობა,ნაცებო?!

“-ბურთი,ნაცი და “გამჭვირვალობის კანონი”

დამეთანხმებით რომ ყველა პროფესიის ადამიანს აქვს უფლება,გამოთქვას აზრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
გუშინ კი,ჩემი აზრით,სხვა მოვლენასთან გვქონდა საქმე.

გიორგი ქოჩორაშვილმა,საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა,თავის “ინსტაგრამზე” დადო სთორი,ფოტოზეა მისი დისშვილი გოგონა ევროკავშირის დროშით.
ეს იმ დროს,როდესაც თბილისში იმართებოდა აქცია “არა რუსულ კანონს.”
ეს შეიძლება ვიღაცამ აქციის მხარდაჭერად მიიღოს,თუმცა სთორიზე სიტყვა “რუსული” და პროტესტის სხვა აღწერა არ არის.

ბევრ ჩვენგანს აქვს გაზიარებული ევროკავშირის დროშა.უფრო მეტიც-“ქართული ოცნების” მთავრობის და პარტიის წევრთა ბევრ კაბინეტში ნახავთ ამ დროშას.იგივე ხდება თბილისის მერიაში.
სულ უფრო მეტიც,2012 წლიდან “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ,თავისი სტრუქტურების შრომის შედეგად მიაღწია 2013 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
და რა მოხდა?

ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა აიტაცეს გიორგის სტორი,როგორც აქციის მხარდაჭერის ნიშანი და ამით “გააპოლიტიკურეს” მისი(როგორც ბევრი ჩვენთაგანის)სურვილი და სწრაფვა ევროპისკენ.

ცოტა ხანში “ინსტაგრამზე” ეს სთორი წაიშალა და ახლა ამაზე ატეხეს ერთი ამბავი ნაცებმა.
ნახეთ,ოცნებამ ქოჩორაშვილს სთორი წაუშალაო…
მალევე,თავის ფეისბუქზე გიორგის მამა,როინ ქოჩორაშვილი დებს პოსტს,სადაც წერს რომ
“საქართველოს გზა ევროპაშია,ბევრი ჟურნალისტი ურეკავს,არ პასუხობს და აფიქსირებს რომ მათი(ალბათ ოჯახის)პოზიცია შეუცვლელია.

სწორედ ეს უნდოდა ოპოზიციას,ტემპერატურას აუწიეს და ნახეთ-მართალია გიორგის სთორი წაუშალეს,თუმცა ოჯახი სრულად იზიარებს მის აზრსო და კონვულსიებში ჩავარდნენ.

გეკითხებით;
სად არის და რატომ არ ელოდებით გიორგის განმარტებას,ვინ წაშალა მისი სთორი “ინსტაგრამზე.”იქნებ თვითონ,ამ უწყინარი ფოტოს,ოპოზიციის მხრიდან იარაღად გამოყენების გამო?
სად არის გიორგის განმარტება,თვლის თუ არა ის ამ კანონს რუსულად?

ბოლოს
რა გაგიკვირდათ კახა კალაძის განცხადება.
რა,არ არის გიორგის მამა,როინ ქოჩორაშვილი,
გახარიას პარტიის წევრი?
რა,არ არის გახარია ნაცებთან ალიანსში?
სადმე ახსენა კალაძემ,რომ გიორგი ქოჩორაშვილი ნაცია?
სიმართლე სთქვა,სწორედ ფეხბურთელის ნაცი მამის პოსტებმა “გადააგდო ბურთი ნაცების მინდორზე.”
ეს არის ის ოპოზიცია,რომელიც რასაც შეეხება,
ყველაფერს ჭუჭყში სვრის!
კულტურას,ფეხბურთს,სპორტს და ყველაფერს ზოგადად.

როდის მერე გიტყდებათ ნაცობა,ნაცებო?!”

წერს სოციალურ ქსელში ლაშა გეგეჭკორი.