საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

რეზიდენტი და მისი “ზონტიკი” – საერთო მედია
ივლისი 21, 2024

რეზიდენტი და მისი “ზონტიკი”

 

მრავალგზის მითქვამს, რომ ხმას აღარ ამოვიღებდი იმ ქალზე, სახელად რომ საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია და “კოჭლი იხვის” სახელით გვყავს თავსმოხვეული თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, მაგრამ რომ არ ჩერდება?
ვინ ეკითხება რეზიდენტ პრეზიდენტს ეკლესიის საქმეებს, ან ვისაც ინტერვიუს აძლევს, მას რა ინტერესი აქვს, რანაირად დააკავშირა ამ ქალთან საეკლესიო საქმეები, რომელი ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი და ეკლესიის მრევლი ეს არის? ფეხი თუ სახელმწიფო მოხელის რანგში შეუცდა ეკლესიაში, ალბათ, გულში ფიქრობს, აქ რაღა ჯანდაბა მინდოდაო და ასეთი ქალი საქართველოს საპატრიაქოსა და პატრიაქზე ლაპარაკობს.
სიტყვა და ნანატრი ნააზრევი ერთდროულად გაექცა, თორემ რანაირად ირჩევენ ეს და მისი თანამზრახველი მეგობრები საქართველოს პატრიარქს, როდესაც უკვე გვყავს უწმიდესი?
ან რა იმედი აქვს საქართველოს მოსახლეობისა, რა ჰგონია, რომ მოსახლეობა არჩევნების გზით ირჩევს პატრიარქს?
და ბოლოს, მაშასადამე, ჩვენი უწმიდესიც პრორუსად შეურაცხიათ უკვე?
სალომე ზურაბიშვილი: “მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში, ახლოს არის მმართველ ძალასთან, ვიმედოვნებ, რომ ქართული ეკლესია ასევე გაჰყვება პროევროპულ რიტორიკას ოპტიმისტური და დარწმუნებული ვარ მოსახლეობაში, ასევე ვიმედოვნებ, რომ ქართული ეკლესია გაჰყვება პროევროპულ რიტორიკას და საქართველოს საპატრიარქო მოახერხებს პროევროპული და პროდასავლელი პატრიარქის არჩევას და არჩევანს არ გააკეთებს პრორუსულზე.”
პროევროპული და პროდასავლელი პატრიარქი როგორად წარმოუდგენია ნეტავ, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას რომ აკურთხებს და ლგბტ-ებს ხელის ქნევით მიესალმება? თუმცა, მისი და მისნაირების წარმოდგენით, აღდგომაც ხომ რუსულია…
საკვირველია, აკი 8 მარტიც რუსული იყო, თუმცა კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის მიერ დაარსებულ ქალთა დღეზე კი უნდა დაეჯილდოვებინა ღირსების მედლით მათი სულიერი შვილი ბაბუცა პატარაია. კაცმა რომ თქვას, ერთმა ღირსებადაკარგულმა ქალმა მეორე ღირსებადაკარგული ქალი დააჯილდოვა ორი მეძავის მიერ დაარსებულ დღეზე, ამაში გასაკვირი რა უნდა იყოს?
უბრალოდ, ხალხმა იცის, ვინ არის ბაბუცა პატარაია (რომელიც არ იმყოფებოდა ორბელიანების სასახლეში და ამიტომ ჯილდო ბაბუცას დედამ ჩაიბარა), როგორც აუტანელ ქალთაგან აუტანელზე აუტანელი და უღირსი, თორემ კიდევ ოთხი ქალი დააჯილდოვა სალომე ზურაბიშვილმა და მათი ხსენება არ არის, თითქოს მხოლოდ ერთი ქალი დააჯილდოვა, არადა, მათგან ერთი მაინც მართლაც განსაკუთრებულად დასაჯილდოებელია _ ჟურნალისტი თამარ (თამუნა) მუსერიძე, დამფუძნებელი ორგანიზაციისა “ვეძებ”. თამარმა იმდენ ადამიანს გაუწია დახმარება და გარდაცვლილად გამოცხადებული იმდენი შვილი და მშობლები ჩაახუტა ერთმანეთს წლების შემდეგ, ნამდვილად დაიმსახურა ეს აღიარება. იქნებ არც დაეჯილდოვებინა ზურაბიშვილს თამუნა, მაგრამ ბი-ბი-სი-ს 2023 წლის ასი ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა და მას ხომ არ ჩამორჩებოდა. ახლა ისე გამოვიდა, რომ ვინც თამუნას გვერდით მოხვდა, თითქოს მათაც დამსახურებულად მიიღეს ჯილდოები.
როცა ვინმეს სჭირდება, “ხალხი ბრძენია”-ო, ამბობს და ამ შემთხვეევაში სიბრძნე დაეკარგათ?
დანარჩენები ვინ არიან?
ბაია პატარაია (ორგანიზაცია “საფარი”, აღმასრულებელი დირექტორი) დაჯილდოვდა ქალთა უფლებების დაცვის, ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის;
ანა არგანაშვილი (უფლებადამცველი) დაჯილდოვდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის;
“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებლებს, ელისო ამირეჯიბს და ნატო შავლაყაძეს ჯილდო გადაეცათ გენდერის ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვის, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემატური ცვლილებების ადვოკატირებისა და ადამიანური რესურსის განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის.
საინტერესოა, პრეზიდენტის გარდა კიდევ ვის გადაუხადა მადლობა ბაბუცა პატარაიამ: “…მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, აქტივისტებს, ფემინისტებს, “საფარის” ძვირფას თანამშრომლებს, ქალთა მოძრაობის წევრებს, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებს და მადლობა ჩემს უახლოეს მეგობრებს და ოჯახის წევრებს თანადგომისთვის.”
აღსანიშნავია, რომ ღირსების მედლით ჯილდოვდება პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მისი ღირსეული სამსახურისთვის.
ხალხს აინტერესებს, თამუნა მუსერიძის გარდა, რა დამსახურებისთვის დაჯილდოვდნენ აღნიშნული ქალები, _ იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს საერთოდ არ გახსენებიათ დაჩაგრული ქალები, თუ იმისთვის, რომ, რაც თავი გვახსოვს, ბაბუცა პატარაია ლგბტ პირების დამცველთა წინა რიგებში იყო და იქნება, მისი მეგობრები თუ განყენებულად ფემინისტები კი თან ახლდნენ? ან იქნებ იმიტომ, რომ “თბილისი პრაიდი” აქციების მოწყობით იმუქრება, ეს დაჯილდოებულები (ოთხი) კი ქვეყნის “აყირავების” მსურველთა რიგებში აუცილებლად იქნებიან?
სალომე ზურაბიშვილმა ახლა რომელიმე დღე უნდა აარჩიოს “თბილისი პრაიდის” დასაწიოკებლად განწირული მონაწილეების დასაჯილდოვებლად და აქტიური ტრანსგენდერები და გეი-აქტივისტები დააჯილდოვოს. არც საქართველოს ფარგლებსგარეთ მყოფები უნდა დაივიწყოს და სრულად შეკრავს კიდეც “ღირსეულების” წრეს, მით უფრო, რომ თითქმის ყველა მათგანი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დაბრუნების მხარდამჭერია.
ისეთი ღირსების ორდენის კავალრები გვყავს, მათ ფონზე ამათაც კი ეკუთვნით ერთი-ორი ჯილდო…
ამ ქალს ჭკუა კი არ დაუშლის _ ისეთებს კადრულობს, პირადად მე ნამდვილად აღარაფერი გამიკვირდება მისგან.
ახალი ამბავი არ არის, რომ “თბილისი პრაიდი” ყოველთვის მიმართავს ოპოზიციურ პარტიებს მათ ირგვლივ გაერთიანებისკენ და ისინიც სიამოვნებით ერწყმიან, სხვას კი არაფერს აკეთებენ მანამდეც, მუდმივად ლგბტ პროპაგანდით არიან დაკავებულები. რატომაც არა, როდესაც უცხოელი დიპლომატებიც და უცხოელი ე. წ. დონორებიც ერთსა და იმავე აზრზე არიან, ხოლო საკუთარი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე მოფიქრალი ე. წ. პრეზიდენტი კი მთლად “მთავარსარდალ ქაჯად” დაუდგა ძველ ქაჯებს.
ჯერ ხომ შარშან აქეზებდა ოკეანის გაღმიდან მარტის აქციების მონაწილეებს და, ფაქტობრივად, დაუმორჩილებლობისა და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებდა და ახლა ხელს დააკლებს? უწიგნურმა ახალგაზრდებმა კი არა, წიგნიერებაზე პრეტენზიის მქონე თავმომწონე ადამიანებმა არ იცოდნენ, რაზე იყო საუბარი, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტად წოდებულმა ხომ იცოდა?!
ახლაც იგივე მდგომარეობაა. შარშან თუ “ფარას” გამჭვირვალობის კანონი ისე ბრმად გააპროტესტებინეს, თვითონაც რომ არ იციან, ისეთ კონტინგენტს, ახლაც იმავეს გამეორება უნდათ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონთან დაკავშირებით. საქმე გაუსკდათ, მათი, ყველას მიზანი გაცხადდა და ახლა შეატრიალეს “პლასტინკა”, დადუმდნენ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით და ფასებს აედევნენ, თითქოს ახლა გაიგეს, ზეთი რა ღირს, ან ოხრახუში…
ცალკე საკითხია საგარეო უწყებაში ევროკავშირისა და გერმანიის ელჩის მიბრძანება, სადაც მათ ოფიციალურად გადაეცათ საქართველოს მთავრობის “შეშფოთება”. უკრაინის ამბავი ყურსმიღმა გავატარეთ, აქაოდა, ომში მყოფი ქვეყანააო, მაგრამ ჩვენგან გაქცეული ძებნილები რომ არხეინად შეიფარეს, მაშინ ომი არ იყო. არც ბრიუსელსა და ბერლინშია ახლა ომი და მოწიწებით იღებენ დელეგაციაში მყოფ არაერთ დანაშაულში მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილს. როდესაც ასეთი ფაქტების მიმართ ქართველი საზოგადოება გულისწყრომას გამოთქვამს, სწყინთ, ანტიევროპული განწყობა აქვთო. ანტიქართული და მხოლოდ “მიშისტური” განწყობა ვისაც აქვს, კარგად ვხედავთ, მაგრამ ევროკავშირის ელჩი მაინც ხომ უნდა გაემიჯნოს საქართველოს მიმართ ცალკეული ევროდეპუტატების ამგვარ დამოკიდებულებას.
რასაც ვხედავთ ის არის, რომ ვისაც არ ენაღვლება, ყველა საქართველოს ემტერება. თუმცა რა გვიკვირს, საქართველოს პრეზიდენტები ემტერებიან საკუთარ ქვეყანას და ვიღაც გადამთიელები რომ გვმტრობდნენ, ჩვეულებრივ ამბად უნდა მივიღოთ, ალბათ…

ზურა ოშხერელი