საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

არც კი მიკვირს ჯალათი გაგა მკურნალიძეების და მისდაგვარი ნაძირალების ფარული ალიანსები რომ გაცხადდა!!! – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

არც კი მიკვირს ჯალათი გაგა მკურნალიძეების და მისდაგვარი ნაძირალების ფარული ალიანსები რომ გაცხადდა!!!

რა იმალება გეი პროპაგანდის
და გლობალური ჰეგემონიის შენარჩუნების სასოწარკვეთილი მცდელობის მიღმა
▪️
განა არ იციან რომ არც ქართველი და საღად მოაზროვნე არც ერთი სახელმწიფო არ დაუშვებს რომ მისი ერის გენოციდს და გადაგვარება მოაწყოს

იციან!!!
მაგრამ იმ ფონზე სანამ თითქოს გავლენიან გეიპროპაგანდას ვებრძვით
მიდი გამალებული ბრძოლა შენარჩუნდეს კონტროლი ეკონომიკურ ინსტიტუტებზე და ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების დაუშვებლობაზე!

და ახლა დავაკონკრეტებ რას გადავრჩით, როცა ჩვენს ქვეყანაში
დედოლარიზაცია მოხდა და ეროვნული ვალუტა
– ლარის – გამყარება დაიწყო!!!

▪️
მეორე მსოფლიო ომის მერე, როცა მოხდა მსოფლიო გადანაწილება და გარკვეული საზღვრები დადგინდა, რატომღაც მაშინ საბჭოთა კავშირის და სოც. რესპუბლიკების გარდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახერხა და ნებისმიერი ვალუტის სიმყარე არა ოქროთი, არამედ ამერიკული დოლარით განისაზღვრა და ევროპის ქვეყნების ოქრო მარაგი ე.წ. ამერიკის სარეზერვო საცავებში გადავიდა!

სისტემას დაერქვა კაპიტალისტური და მოჩვენებითი ნათელი ცხოვრებით დოლარი ისე გაძვირდა როგორც ფულის ერთეული რომ თავად აშშ კი ტრილიონობით ვალშია დღეს!

ეკონომიკური წიაღსვლებით არ დაგღლით, მაგრამ ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატების ევროპის და არა მარტო, ქვეყნების მართვის და მანიპულირების ბერკეტი!

▪️
გარდა ფულისა, საჭირო იყო ნავთობი, გაზი, მოკლედ არსებობისთვის მნიშვნელოვანი ენერგორესურსები, რომელიც უხვად და ბლომადაა არაბეთის, აზიის, აფრიკის ქვეყნებში.
და ასევე უდიდესი მარაგია რუსეთში!
▪️
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ერთ დროს მსოფლიოში მოგრიმიტე ქვეყნებს, ადამიანების დამონების ოსტატებს და კოლონიზატორებს ხელიდან გამოეცალათ ერთმანეთის მიყოლებით არაბეთის, აზიის და აფრიკის ქვეყნები.

კოლონიზატორებისაგან განთავისუფლება არც ისე ადვილი აღმოჩნდა
რადგან სახეცვლილი კოლონიზატორები, რომელთა გამდიდრება ადამიანების დამონებით მოხდა
მსოფლიოს უკვე მოევლინენ როგორც დემოკრატები და ადამიანის უფლებების დამცველები!!!

რომელთა ყველაზე მთავარი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ქვეყნების დაშლა, რადგან მაშინდელ მსოფლიოში მხოლოდ ეს ქვეყნები არ ექვემდებარებოდა მსოფლიოში დემოკრატიის სახელით გამეფებულ ჰეგემონს!!!!

▪️
მოკლედ,
ყველას გვახსოვს, რომ ეს ძალები ჩვენთან შემოიჭრა 90 წლებიდან და ფაქტობრივად მას მერე

ქვეყანამ

დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20%

ბოლომდე ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა

სადღაც გაქრა მეცნიერება
ალბათ ჭკვიანი თავების გადინება ქვეყნიდან სწორედ ეს პროცესი იყო

დაინგრა და გაჩანაგდა სოფლები

და ვიტყვი ხმამაღლა რომ
ძმათა ომში
ჩაიხოცა საჯიშე თაობა!!!
▪️
ნგრევის და განადგურების ფონზე აგერ უკვე 30 წელია ვჭამთ აყვავებული ეკონომიკის და დამოუკიდებლობის ზღაპრებს!!!

ერთ დროს ამაყი და წელში გამართული ქართველი მოსამსახურედ იქცა უცხო ქვეყნების ოჯახებში

ერთ დროს მშვიდობიანი და ბედნიერი დილა მუდმივი შიშით ჩანაცვლდა!!!
▪️
თვალები უნდა გავახილოთ და ყურები გამოვიბერტყოთ!!!!
უნდა მოხდეს ბოლო 30 წლის სწორი შეფასება!!!

ვინ მტერია და ვინ მოყვარე!!!

რამ განაპირობა და ვინ გააღვივა ომის ნაპერწკალი ჯერ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და მერე ეს არ გვაკმარეს და ქვეყნის შიგნით სამოქალაქო გავიჩაღეს!!!

უნდა გავიგოთ რა ჯანდაბას მოხდა!!

▪️
მახსოვს დედოლარიზაციას სწორედ ისინი ეწინააღმდგებოდნენ ვინც ახლა გამწარებული ცდილობდა ქვეყნაში ომი დაწყებულიყო და მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა!!

დედოლარიზაცია ხომ ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დადგმის დასაწყისია!!!

ნებისმიერი აქ შემოსული ადამიანი ვალდებულია რომ მხოლოდ ეროვნული ვალუტით მოახდინოს ანგარიშსწორება!

განსხვავებით ჩვენი მეზობელი ქვეყნისა – სადაც ნებისმიერი ვალუტა ხოდშია, ეკონომიკა კი ძალიან მყიფე!!!

ალბათ ეს გასაკვირი არ არის თუ გავითვაისწინებთ ამერიკის შეერთებული შტატების გავლენას გარკვეული ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე!!

▪️

ხოდა,
მოდით რა
თავს ნუ დაიდებილებთ დემოკრატიით, რომლის არსებობა არც არასოდეს აწყობდათ საქართველოში

თავს ნუ მოვიტყუებთ რომ ისინი ვინც სააკაშვილის ნაცების რეჟიმს აძლიერებდა და დღემდე ასეა – ოდესმე შენზე, ჩემზე და ქვეყნის ნათელ მომავალზე იფიქრებენ!!!

▪️▪️▪️
მე არ ვიცი დასავლეთში დარჩა თუ არა საღად მოაზროვნე თავები, რაც მესმის იმდენად დიდი იდიოტობაა რომ სერიოზულად მაფიქრებს!!
▪️▪️▪️
მაგრამ ის რომ დღეს ჩვენი სამშობლოს მმართველი თავები აზროვნებენ, ფიქრობენ და ქვეყანაც და ადამიანებიც უყვართ ფაქტია!!!!

მაგრამ ფაქტი ისიცაა

რომ ქვეყნის მტრებიც და სამშობლოს მოღალატეები კარგად მომძლავრებულია ქვეყანაში და ჩვენზე უკეთ შეიარაღებული

მართავენ სრულად მედიას და ამას ისე ახერხებენ რომ შეგშურდება

ადრე თუ ბოკერია – რამიშვილი იყო უსტაბაში
ახლა პირდაპირ საელჩოებისგან დაფინანსებული არასამთავრობოებია
და ე.წ სამთავრობო ჟურნალюგებს არც კი უტყდებათ ისე არიან ნოდარისმაგვარი დირექტორების ბრძანების შემსრულებლები!!!

▪️▪️▪️

ასე რომ არც კი მიკვირს ჯალათი გაგა მკურნალიძეების და მისდაგვარი ნაძირალების ფარული ალიანსები რომ გაცხადდა!!!

▪️▪️▪️
ძალიან რთული და გადამწყვეტი წელიწადი გველოდება!!!!!

ჟურნალისტი ნუკა არველაძე