საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სკანდალი – თაზომ ,,ლელო” დატოვა! – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

სკანდალი – თაზომ ,,ლელო” დატოვა!

“ვინ არის თაზო?
თაზო იყო მამუკი ხაზარაძის პარტიის წევრი და მან პარტია დატოვა.
რატომ დატოვა ხაზარაძის პარტია თაზომ, ცეცხლოვან ,,მუსტანგზე” არ დააპიპინებინეს?
არა, თაზომ იმიტომ დატოვა ,,ლელო”, რომ მას 1000-ლარიანი ,,პენცია” მოეჩვენა უტოპიად.
რა უთხრა ამის თაობაზე თაზომ ხაზარაძეს?
თაზომ ხაზარაძეს უთხრა, ამომრჩევლებს ნუ ატყუებო.
რა უპასუხა ხაზარაძემ თაზოს?
ხაზარაძემ უპასუხა – ვისაა, რომ ჰკადრებ და რასაა, რომ ჰკადრებო?
თაზოს ჟურნალისტებმა დაურეკეს – მართლა ეგრე იყო-ვო?
თაზომ – კომენტარს არ ვაკეთებო.
😂
მე და თქვენ თაზოს შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდით.
ახლა გავიგეთ, რომ თაზო პარტია ,,ლელოს” წევრი ყოფილა.
აეგრე, რაააა!
ზოგჯერ პარტიიდან უნდა წამოხვიდე, რომ მოსახლეობამ გაგიცნოს.
😆
ამოცანა გვეკითხება: თაზო რომ დარჩენილიყო ხაზარაძის პარტიაში, რა მოხდებოდა?
ჩვენ დღემდე არაფერი გვეცოდინებოდა თაზოს შესახებ.
😆
P.S. სურათზე თაზო წითელი ისრით არის მინიშნებული, არაფერი შეგეშალოთ.”

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.